გრძელი ნათელი დღეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გრძელი ნათელი დღეები“
რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი
სიმონ გროსი
პროდიუსერი სიმონ გროსი
მარკ ვეხტერი
სცენარის ავტორი ნანა ექვთიმიშვილი
როლებში ლიკა ბაბლუანი
მარიამ ბოკერია
ოპერატორი ოლეგ მუტუ
მონტაჟი შტეფან შტაბენოვი
სტუდია Indiz Film
Arizona Films
Zweites Deutsches Fernsehen (ZDF)
Polare Film/Tbilissi
დისტრიბუტორი Big World Pictures
გამოსვლის თარიღი

19 თებერვალი, 2013 (ბერლინალე 2013)

19 სექტემბერი, 2013 (საქართველო)
ხანგრძლივობა 102 წუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული

„გრძელი ნათელი დღეები“2013 წლის ფილმი, რომლის რეჟისორები არიან ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2013 წელს, ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფორუმის პროგრამაში და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა.[1]

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა.[2]

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია. ეს არის ფილმი ორ გოგონაზე, ეკაზე და ნათიაზე, რომლებიც 1990-იანი წლების თბილისში ცხოვრობენ.

ფილმი საქართველომ წარადგინა ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისათვის, მაგრამ ნომინაცია ვერ მიიღო.[3]

ფილმი ემყარება ნანა ექვთიმიშვილის პირად მოგონებებს და მოგვითხრობს ორი მოზარდი გოგონას მეგობრობაზე. ნათიას მშობლების კონფლიქტი ფარულად ასახავს სამოქალაქო ომს, რომელიც მიმდინარეობს ახლად-დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ეკას მამა ციხეშია, დედა კი მალავს მამის დაპატიმრების მიზეზს. ფილმი ასევე ეხება შემდეგ თემებს: იძულებითი ქორწინება, პურის რიგები და ძალაუფლების მქონე ადამიანების ტირანია.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]