ეფემია როსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეფემია როსი
Euphemia de Ross.jpg
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1371
მმართ. დასასრული: 1386
წინამორბედი: მარგარეტ დრუმონდი
მემკვიდრე: ანაბელა დრუმონდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1386
მეუღლე: ჯონ რანდოლფი, მორაის ერლი
რობერტ II, შოტლანდიის მეფე
შვილები: დავიდი, საინთნის ერლი
უოლტერი, ათოლის ერლი
მარგარეტი
ელიზაბეთი, კრაუფორდის გრაფინია
ეგიდია
მამა: ჰუგო, როსის ერლი
დედა: მარგარეტ დე გრაამი
რელიგია: კათოლიციზმი

ეფემია დე როსი (შოტლ. Euphemia de Ross; დ. ? – გ. 1386) — როსების ძველი და გავლენიანი შოტლანდიური კლანის წარმომადგენელი. შოტლანდიის დედოფალი 1371-86 წლებში როგორც რობერტ II-ის მეორე ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფემიას დაბადების თარიღი უცნობია. იგი იყო ძლევამოსილი შოტლანდიელი დიდგვაროვნის, ჰუგო დე როსისა და მისი მეორე ცოლის, სირ ჯონ დე გრაამის ასულ მარგარეტ დე გრაამის ასული. ეფემია პირველად ცოლად შერთეს მორაის ერლ ჯონ რანდოლფს. წყვილს ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია, ჯონი კი 1346 წელს გარდაიცვალა. ცხრაწლიანი ქვრივობის შემდეგ ეფემიამ ხელმეორედ გათხოვება გადაწყვიტა.

1355 წლის 2 მაისს იგი ცოლად გაჰყვა აგრეთვე დაქვრივებულ რობერტ სტიუარტს, უოლტერ სტიუარტისა და მარჯერი ბრიუსის ვაჟს. სტიუარტები სამეფო კართან მეტად დაახლოვებულები და გავლენიანები იყვნენ. გარდა ამისა, რობერტის დედა, მარჯერი ბრიუსი თვით შოტლანდიის მეფე რობერტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, იზაბელა მარელის ქალიშვილი იყო. ამასთან ერთად, ეფემიას ახალ მეუღლეს პირველი ცოლისგან უკვე ჰყავდა ვაჟი და თუ მასთან არ გაუჩნდებოდა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესია მკაცრად კრძალავდა მეორე და შემდგომ ქორწინებას, რადგანაც იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანი ღვთის თვალში მხოლოდ ერთხელ ქორწინდება. ამიტომ, მეორე ქორწინების ნებართვის გაცემა სხვა არავის შეეძლო თუ არა "ღვთის ნაცვალს დედამიწაზე", ანუ რომის პაპს. ეფემიამ და რობერტმა ცხადია მიმართეს რომის პაპ ინოკენტი VI-ს სანამ შეუღლდებოდნენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეფემიას პირველი ქმარი რობერტის მეორე თაობის ბიძაშვილი იყო, რამაც კიდევ უფრო გაართულა საქმე, თუმცა ერთ წელიწადში პაპმა ქორწინების ნებართვა გასცა. ქორწინებიდან ეფემიასა და რობერტს ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, სამი კი ქალიშვილი:

  1. დევიდი (1357-1386), საინთნის ერლი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, სტრათეარნის გრაფინია ეფემია სტიუარტი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  2. უოლტერი (1360-1437) ათოლის ერლი, ცოლად შეირთო მარგარეტ ბარსლაი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
  3. მარგარეტი, მის შესახებ ცნობები არ გვაქვს;
  4. ელიზაბეთი (1370-?), ცოლად გაჰყვა კრაუდორდის გრაფ დავიდ ლინდსაის, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა;
  5. ეგიდია (?-?), ცოლად გაჰყვა ნითსდალის ერლ უილიამ დუგლასს რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;

1371 წელს ეფემიას ქმარმა ბიძამისის, დავიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ შოტლანდიის ტახტი მიიღო მემკვიდრეობით და მეფე ხდება რობერტ II-ის სახელით, ეფემია კი შოტლანდიის დედოფლად გვევლინება. ეფემიას დედოფლის თანამდებობა მომდევნო თხუთმეტი წლის მანძილზე ეკავა, სანამ 1386 წელს არ გარდაიცვალა. მის შემდეგ რობერტი აღარ დაქორწინებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andrew Stuart, Genealogical History of the Stewarts (London, 1798), pp. 420-421.
  • Ashley, Mike (1999). The mammoth book of British kings and queens. London: Robinson Publishers. p. 553. ISBN 1-84119-096-9.