მანავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მანავი
Manavi, Sagarejo Municipality, Georgia.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი მანავი
კოორდინატები 41°43′06″ ჩ. გ. 45°27′26″ ა. გ. / 41.71833° ჩ. გ. 45.45722° ა. გ. / 41.71833; 45.45722
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 2769[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მანავი — საქართველო
მანავი
მანავი — კახეთის მხარე
მანავი

მანავისოფელი საქართველოში, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, თემის ცენტრი (სოფლები: ბურდიანი). ზღვის დონიდან 750 მ, საგარეჯოდან 15 კმ, მანავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2769 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3106 1516 1590
2014[1] Decrease2.svg 2769 1387 1382

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მანავის ციხე.

მანავში შემორჩენილია ქართული ხუროთმომოძრვრების ძეგლი - ძლიერ დაზიანებული ციხესიმაგრე. ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი - XVI-XVIII საუკუნეებს. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვრის ქვედაციხე. ციხესიმაგრის შუაში ჯგუფად დგას სამი ეკლესია, ციხის ქვემოთ რიყისა და შირიმის ქვით ნაგები მცირე ზომის ეკლესიაა. იგი აუშენებია დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფრემს (1794). შიგა სივრცის მიხედვით ეკლესია დარბაზულია, მაგრამ დაგვირგვინებულია აგურით ამოყვანილი გუმბათით, რომელიც აფრებით ეყრდნობა საბჯენ და კონქის თაღებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II