კაკაბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კაკაბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი კაკაბეთი
კოორდინატები 41°42′08″ ჩ. გ. 45°32′14″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 45.53722° ა. გ. / 41.70222; 45.53722
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 2771[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კაკაბეთი — საქართველო
კაკაბეთი
კაკაბეთი — კახეთის მხარე
კაკაბეთი

კაკაბეთისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 23 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაკაბეთი XVII და XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება. სოფელი თავდაპირველად ჩერქეზიშვილთა სამკვიდრო ყოფილა. 1675 წლიდან კი, ალავერდელ ეპისკოპოსს გადაეცა. როცა მეფე ერეკლე I-მა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას ბოქალაულთუხუცესი გოჯახპი ზაალიშვილი შესწირა მისი ყმითა და მამულით, მათ შორის იყო კაკაბეთის მამულებიც. 1693 წელს კახეთი ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა — აბასყული-ხანმა სოფელი უბოძა თუშთა მოურავს მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს.

კაკაბეთი იყოფა უბნებად. მათი სახელწოდება მომდინარეობს სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებისგან, გარდა უკიდურეს აღმოსავლეთ განაპირა უბნის ვერხვიანისა (ამჟამად სოფელია).

1800 წლის 7 ნოემბერს, სოფლის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნიახურის ველზე, გაიმართა დიდი ბრძოლა ომარ-ხან ავარიელის 20 ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ. საისტორიო ლიტერატურაში ეს ბრძოლა იხსენიება როგორც კაკაბეთის, ისე ნიახურის ბრძოლის სახელით.

რუსეთისგან ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას, ირანთან ერთად, ავარიის მფლობელი ომარ-ხანიც ცდილობდა. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისთვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ, ირანში შინააშლილობისა და მაშინდელი გამგებლის ბაბა-ხანის პოლიტიკური მოსაზრების შეცვლის გამო, ირანელებმა გადაიფიქრეს და დასახული მიზნის შესრულება ომარ-ხანის ლაშქარს დაეკისრა. დაღესტნელთა მოსალოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, შეიქმნა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი. მათ რუსთა 2 ბატალიონიც დაეხმარა.

ბრძოლა ომარ-ხანის ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. თვით ომარ-ხანმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.

1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კაკაბეთელებმა გაანადგურეს სოფელში განლაგებული რუსთა საეგზეკუციო რაზმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2771 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3487 1674 1813
2014[1] Decrease2.svg 2771 1364 1407

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II