იმამყული-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უნდილაძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმამყული-ხანი (მრავალმნიშვნელოვნება).
იმამყული-ხანის ძეგლი ყეშმში

იმამყული-ხანი (დ. XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი — გ. 1633) — ირანის ჯარის ყულარაღასი, გამოჩენილი სარდალი. ქართველი, ირანის პირველი ყულარაღასის ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მეთაურებით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კ. ჰორმუზიდან (1623). იმამყული-ხანმა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო, ხიდები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებებიც. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში (მისი ერთი ქალიშვილი ანდუყაფარ ამილახორის ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყილი-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად). იმამყული-ხანის შესახებ საინტერესო ცნობებია სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში, სადაც იგი დადებით პიროვნებადაა წარმოდგენილი. პიეტრო დელა ვალე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმამყული-ხანი მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ II-ს, თეიმურაზის შვილებს. იმამყული-ხანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც დაიწერა ("ჯანგნამეი ყეშმ", "ფარუხნამე"). მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმამყული-ხანის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთვან დედოფლისა". იმამყული-ხანს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდ-ხან უნდილაძის, აჯანყებაში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაჰ-სეფი I-ისბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით),

კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები [ტ.,] 2, თბ., 1972;

  • კუცია კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.] 1, თბ., 1963
  • ფალსაფი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), [წგნ.] 2, თეირანი, 1956