თოხლიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
თოხლიაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი თოხლიაური
კოორდინატები 41°43′43″ ჩ. გ. 45°25′25″ ა. გ. / 41.72861° ჩ. გ. 45.42361° ა. გ. / 41.72861; 45.42361
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 983[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
რუსები 0,7 %
სომხები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 3805[2]
თოხლიაური — საქართველო
თოხლიაური
თოხლიაური — კახეთის მხარე
თოხლიაური

თოხლიაურისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას. თბილისი–გურჯაანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი. საგარეჯოდან 10 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოხლიაური თავად ჩერქეზიშვილების კუთვნილი სოფელი იყო. აქ მდებარეობდა მათი სასახლე და საგვარეულო სასაფლაო.

სოფლის ძირითადი უბნებია:ყიასაანთ უბანი, მათიაანთ უბანი, ვაკე უბანი.

თოხლიაურში ადრე მესაქონლეობას უფრო მისდევდნენ, ვიდრე მიწათმოქმედებას. მესაქონლეობაში კი უპირატესობა მსხვილფეხა, რქოსან საქონელს ენიჭებოდა. სოფლის კუთვნილი ცხვრის ფარის ნაწილი ზაფხულში თოხლიაურის ცივზე აჰყავდათ. უმეტეს ნაწილს კი ჯავახეთში მიერეკებოდნენ.

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, შავქედის ნასოფლარია. საბჭოთა პერიოდში ნასოფლარის ტერიტორიაზე პიონერთა ბანაკი იყო გაშენებული, რომლის ერთ-ერთი ობიექტი განთავსებული იყო „საციო მარანში“, რომელიც ადრე თავად ჩერქეზიშვილებს ეკუთვნოდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 983 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1053 503 550
2014[1] Decrease2.svg 983 483 500

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]