დიდი ჩაილური
სოფელი | |
---|---|
დიდი ჩაილური | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დიდი ჩაილური |
კოორდინატები | 41°42′48″ ჩ. გ. 45°30′12″ ა. გ. / 41.71333° ჩ. გ. 45.50333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 850 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
დიდი ჩაილური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე მდინარე ჩაილურის ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 15 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი პირველად 1724 წლის წყალობის წიგნშია მოხსენიებული. სოფელს ადრე მაღლა ჩაილური ერქვა. შუა საუკუნეებში ჩაილურზე გადიოდა გზა, რომლითაც ქალაქი ჭერემი გარეკახეთს უკავშირდებოდა. გვიან შუა საუკუნეებში დიდი და პატარა ჩაილური ჩერქეზიშვილების მფლობელობაში იყო.
სოფელს დიდ ზიანს აყენებდა ლეკიანობა. სავარაუდოდ ლეკიანობის პერიოდში უნდა იყოს გაჩენილი გამოთქმა „ჩაილურის წყალი დალიაო“. ითვლებოდა, რომ თუ გამტაცებლები მდინარე ჩაილურის მეორე ნაპირზე გადასვლას მოასწრებდნენ, მათ დევნას აზრი აღარ ჰქონდა და მდევრებიც სწორედ ამ სიტყვებს ამბობდნენ დანანებით.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 850 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1014 | 487 | 527 |
2014[3] | ![]() |
431 | 419 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 540.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 100.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
|