ოთარაანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ოთარაანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| თემი | კოჭბაანი |
| კოორდინატები | 41°51′06″ ჩ. გ. 45°08′31″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 45.14194° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 19[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89,5 % აზერბაიჯანელები 10,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოთარაანი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კოჭბაანის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრი, საგარეჯოდან 43 კილომეტრი.
სოფელში შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. აქედან ერთ-ერთი, ჩრდილოეთის ეკლესია, სწორკუთხედითაა დასრულებული; როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად სამსხვერპლოს დანიშნულებას ასრულებდა. ბაზილიკას დასავლეთ მხარეს ყრუ გარსშემოსავლელი აქვს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 8 | 3 | 5 |
| 2014[1] | 9 | 10 | |
| 2024[3] | - | - |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024. საქსტატი (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2026.
| ||||||||||