სათაფლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სათაფლე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი სათაფლე
კოორდინატები 41°38′47″ ჩ. გ. 45°16′43″ ა. გ. / 41.64639° ჩ. გ. 45.27861° ა. გ. / 41.64639; 45.27861
ადრეული სახელები კრასნოგორსკი, მალხაზოვკა
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 74[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 71,6 %
რუსები 25,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სათაფლე — საქართველო
სათაფლე
სათაფლე — კახეთის მხარე
სათაფლე

სათაფლე (2012 წლის 3 თებერვლამდე„კრასნოგორსკი“[2]; მალხაზოვკა) — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 780 მეტრი, საგარეჯოდან 26 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წლამდე სოფელს მალხაზიანი ერქვა, შემდეგ — კრასნოგორსკი. 2012 წლიდან — სათაფლე. შუა საუკუნეების საისტორიო წყაროებში კი აზანბურად მოიხსენიება. იოანე ბაგრატიონი აზანბურს მოიხსენიებს, როგორც სამეფო საკუთრებაში არსებულ საძოვარ, სათიბ-სანადირო მინდვრებსა და მთიან ადგილებს. ლეონტი მროველის მიხედვით, აზანბური ჰერეთის დასავლეთ საზღვარია. სოფელში, სამეფო საკუთრების გვერდით, საეკლესიო საკუთრებაში არსებული ყმა-მამულიც იყო, რომელსაც სპეციალური მოხელე — ამირბარი, განაგებდა. 1789 წლის საბუთის მიხედვით, კათალიკოს ანტონ II-ს ამირბარ მაღალაძისათვის მეფეთა და კათალიკოსთა წყალობა განუახლებია, ხოლო იმამყული-ხანს მისთვის აზანბურისა და შამადანის მოურავობა უწყალობებია.

1757 წელს ერეკლე II-მ აზანბურთან სასტიკად დაამარცხა კახეთში გადმოსული ლეკთა მარბიელი ლაშქარი. გადმოცემით, ამ ბრძოლაში ერეკლეს თავად 300 ლეკი მოუკლავს. ამავე ბრძოლაში დაღუპულა ათასისთავი ედიშერ საამისშვილი.

სოფელში მისდევდნენ მეცხოველეობას, მემინდვრეობას. აქ განსაკუთრებით კარგი პირობებია მეფუტკრეობის განვითარებისათვის. სათაფლე ცნობილი იყო ნუშის ბაღებითაც.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 74 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 99 48 51
2014[1] 74 36 38

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]