დიმიტრი ორბელიანი
იერსახე
| დიმიტრი ორბელიანი | |
|---|---|
| დაბადების ადგილი | ტანძია, ქართლის სამეფო |
| გარდაცვალების თარიღი | 6 თებერვალი, 1739[1] |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
| საქმიანობა | მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი[1] |
| მოქალაქეობა | ქართლის სამეფო |
| ნათესავ(ებ)ი | სულხან-საბა ორბელიანი |
დიმიტრი (დემეტრე) ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. XVII საუკუნის 80-იანი წლები, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი ― გ. 6 თებერვალი, 1739, მოსკოვი) ― ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი. სულხან-საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. 1724 რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1739-იდან, ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში „ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის“ ორბელიანი გამოთქვამდა მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლის მოშორების გამო.
სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორმა აღნიშნა ძმის დამსახურება სამშობლოს წინაშე, მან გალექსა სახარების ეპიზოდები, შემოიღო ანბანთქების ახალი ნუმუშები და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენაბდე ლ., დიმიტრი ორბელიანი, წგნ.: სულხან-საბა ორბელიანი. საიუბილეო კრებული, თბ., 1959;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 556-557.
- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.