გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
გიორგიწმინდა | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გიორგიწმინდა |
კოორდინატები | 41°44′20″ ჩ. გ. 45°21′06″ ა. გ. / 41.73889° ჩ. გ. 45.35167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2 307 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | 3803[2] |
გიორგიწმინდა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი[3]).
მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მ. საგარეჯოდან 5 კმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილობით წყაროებში სოფელი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება. იგი დავითგარეჯს ეკუთვნოდა. თემურლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის გიორგიწმინდაც, საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა დიდმა 1424 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1589 წელს გიორგიწმინდა კვლავ დავითგარეჯს დაუბრუნდა. მოგვიანებით აქ მამულები თოხლიაურელმა თავადებმა ჩერქეზიშვილებმა შეიძინეს. XVIII საუკუნეში სოფელში თავისი ყმა-ხელოსნები ჰყავდა სამეფო კარს. ერეკლე II-ის ბრძანებით გიორგიწმინდაში სამშენებლო სამუშაოები უწარმოებიათ. ამას მოწმობს სოფელში მდგარი ერთ-ერთი კოშკის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.
ამჟამინდელი გიორგიწმინდა უბნებად არის დაყოფილი. უბნების სახელწოდება აქ მცხოვრები ძირითადი გვარებიდან მიმდინარეობს: გულისაანი, დიღმელაანი, კევლიაანი, მარიდაანი, მეკოკიაანი, ჭიაბერიაანი.
გიორგიწმინდის მეურნეობაში წამყვანია მიწათმოქმედება, ჭარბობს მემინდვრეობა. უმთავრესად ითესება ხორბალი, სიმინდი. მისდევენ მევენახეობასაც. მეცხოველეობაში ჭარბობს მსხვილფეხა, რქოსანი საქონელი. ცხვარი ადრე შეძლებულ კომლებს ჰყავდათ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2307 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 2562 | 1228 | 1334 |
2014[5] | ![]() |
1164 | 1143 |
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII საუკუნის II ნახევრის რიყის ქვით ნაგები ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი — სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს (ეკლესია რესტავრირებულია 2010 წელს).
-
ღვთისმშობლის ეკლესია
-
მრგვალი კოშკი
-
მრგვალი კოშკი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგიწმინდის სამაროვანი
- გიორგიწმინდის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია
- გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია
- გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მესამე ეკლესია
- გიორგიწმინდის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 33.
- აფრასიძე გ., ელერდაშვილი ალ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 85-86.
- ბერიძე ვ., XVI–XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983
- ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41, 2014 წლის 3 სექტემბერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2016-08-25.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
|