ჯულიანო მედიჩი (1479-1516)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულიანო მედიჩი
Raffaello, giuliano de' medici.jpg
რაფაელის მიერ შესრულებული ჯულიანოს პორტრეტი
ფლორენციის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 9 მარტი, 1513
მმართ. დასასრული: 17 მარტი, 1516
წინამორბედი: პიერო სოდერინი
მემკვიდრე: ლორენცო II მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მარტი, 1479
დაბ. ადგილი: ფლორენცია
გარდ. თარიღი: 17 მარტი, 1516, (37 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია
მეუღლე: ფილიბერტა სავოიელი
შვილები: იპოლიტო მედიჩი (უკანონო)
დინასტია: მედიჩები
მამა: ლორენცო მედიჩი
დედა: კლარისა ორსინი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯულიანო დე’ მედიჩი (იტალ. Giuliano de' Medici; დ. 12 მარტი, 1479 — გ. 17 მარტი, 1516) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩისა და კლარისა ორსინის უმცროსი ვაჟი. ნემურის ჰერცოგი და ფლორენციის სენიორი 1513-16 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიანო დაიბადა 1479 წლის 12 მარტს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩისა და მისი ცოლის, სენიორა კლარისა ორსინის ნაბოლარა ვაჟი. იგი თავის უფროს ძმებთან, პიეროსა და ჯოვანისთან (შემდგომში პაპი ლეო X) ერთად იზრდებოდა.

1492 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა პიერო ფლორენციის მმართველი გახდა, თუმცა მედიჩების მმართველობა 1494 წელს დაამხეს, რის შემდეგაც პიერო თავის ცოლ-შვილთან ერთად რომში, ხოლო ჯულიანო ვენეციაში გაიქცა. მედიჩების ძალაუფლების ფლორენციაში აღდგენა მხოლოდ საღვთო ლიგისა და საფრანგეთის სამხედრო ძალების დახმარებით მოხერხდა. ეს ყოველივე 1512 წელს მოხდა, რა დროსაც ფლორენციის ახალი მმართველი ჯულიანო გახდა (რადგან პიერო ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო).

1515 წლის 22 თებერვალს ჯულიანომ ცოლად შეირთო სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ის ასული ფილიბერტა სავოიელი. ეს ყოველივე საფრანგეთის სამეფო კარზე მოხდა და წყვილს ჯვარი ჯულიანოს ძმამ, ჯოვანიმ დასწერა. ამ ამბიდან ერთ წელიწადში საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ჯულიანოს ნემურის ჰერცოგის წოდება უბოძა. ამის სანაცვლოდ, ფრანსუამ მედიჩებისა და ფლორენციის მხარდაჭერა მიიღო ნეაპოლის სამეფოსთვის ბრძოლაში. მიუხედავად ამის, ჯულიანო სულ მალე, 1516 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, 37 წლის ასაკში. მას ცოლთან შვილი არ დარჩენია, თუმცა საყვარლისგან ჰყავდა ერთი არალეგიტიმური ვაჟი, იპოლიტო, რომელიც კარდინალი გახდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ტახტზე მისი ძმის შვილი ლორენცო II ავიდა. იგი დაკრძალეს მედიჩების მავზოლეუმში, ფლორენციაში. აღსანიშნავია, რომ ჯულიანოს ქანდაკება დგას რომში, სანტ'ანჯელოს კოშკზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Barenboim, Sergey Shiyan, Michelangelo: Mysteries of Medici Chapel, SLOVO, Moscow, 2006. ISBN 5-85050-825-2