ჯულიანო მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულიანო მედიჩი
Giuliano de' Medici by Sandro Botticelli.jpeg
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1453
ფლორენცია
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1478, (25 წლის)
ფლორენცია
გარდ. მიზეზი მოკლეს პაცის შეთქმულების დროს
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
პარტნიორ(ებ)ი სიმონეტა ვესპუჩი
ფიორეტა გორინი
შვილ(ებ)ი კლემენტ VII, რომის პაპი
მშობლები მამა: პიერო, ფლორენციის სენიორი
დედა: ლუკრეცია ტორნაბუონი

ჯულიანო დე’ მედიჩი (იტალ. Giuliano de' Medici; დ. 25 მარტი, 1453 — გ. 26 აპრილი, 1478) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩისა და ლუკრეცია ტორნაბუონის ვაჟი. ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო მედიჩის ძმა. რომის პაპ კლემენტ VII-ის მამა. მოკლეს პაცის შეთქმულების დროს, რომელიც მისი რძლისა და სიძის თაოსნობით მოეწყო მისი და მისი ძმის მოსაკლავად, თუმცა მისი ძმა სიკვდილს გადაურჩა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიანო დაიბადა 1453 წლის 25 მარტს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩისა და მისი ცოლის, ლუკრეცია ტორნაბუონის უმცროსი ვაჟი. მისი უფროსი ძმა, ლორენცო ყოველთვის განსაკუთრებული გონიერებით, ერუდირებულობითა და წინდახედულობით ხასიათდებოდა, თუმცა ჯულიანო მასზე გაცილებით უფრო სპორტული და სიმპატიური იყო, რის გამოც მას „ოქროს ბიჭუნას“ ეძახდნენ.

თავდაპირველად იგეგმებოდა ჯულიანოსა და პოიმპინოს სენიორ იაკოპო IV-ის ასულ სემირამიდა არაგონას ქორწინება. ჯულიანომ მისი ცოლად შერთვის პირობაც კი დადო, თუმცა შემდგომში ნიშნობა ჩაშალა.

სემირამიდასთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ, ცნობილი გახდა მისი საიდუმლო რომანის შესახებ გენუელ დიდგვაროვან სიმონეტა ვესპუჩისთან, რომელიც მთელს იტალიაში იყო ცნობილი თავისი სილამაზით, მაგრამ ამერიგო ვესპუჩის ბიძაშვილზე იყო დაქორწინებული. ჯულიანო მას განქორწინებასაც კი სთხოვდა, თუმცა 1476 წელს სიმონეტა სრულიად მოულოდნელად დაიღუპა ტუბერკულიოზით.

ამის შემდეგ მან რომანი გააჩაღა თავის საყვარელ ფიორეტა გორინთან, რომელთანაც შეეძინა თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი, სახელად ჯულიო მედიჩი, რომელიც შემდგომში მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომის პაპი გახდა კლემენტ VII-ის სახელით.

მისი ვაჟის გაჩენიდან მალევე, 1478 წლის 26 აპრილს, კვირა დღეს, ფლორენციის სანტა მარია დელა ფიორეს ბაღებში მისმა რძალმა კლარისა ორსინმა და სიძემ მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც ისტორიაში პაცის შეთქმულების სახელითაა ცნობილი. იგი მიზნად ისახავდა ჯულიანოსა და მისი ძმის, ლორენცოს დახოცვასა და შეთქმულთა სახელმწიფო სათავეში მოსვლას. მათ მოახერხეს ჯულიანოს მოკვლა, რომელიც ბაღში სისხლისგან დაიცალა, იგი ამ დროს სულ 25 წლის იყო, ლორენცომ კი თავის გადარჩენა მოახერხა. იგი მისმა სიძემ, ფრანჩესკო პაციმ და ბერნარო ბარონსელმა მოკლეს მახვილით, რომელიც ცხრამეტჯერ გაუყარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • AA. VV., Medici, Associazioni alberghi del libro d'oro, Nike edizioni 2001
  • M. Vannucci, I Medici. Una famiglia al potere, Roma, Newton Compton Editori, 1994
  • P. Ventrone (cur.), Le temps revient, 'l tempo si rinuova: feste e spettacoli nella Firenze di Lorenzo il Magnifico, Silvana, Milano 1992
  • J. R. Hale, Firenze e i Medici, Mursia, Milano 1980
  • A. Poliziano, Pactianae coniurationis commentarium, cura di A. Perosa, Padova 1958