ჯორჯო ვაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯორჯო ვაზარი
Giorgio Vasari Selbstporträt.jpg
დაიბადა 30 ივლისი 1511
დაბადების ადგილი არეცო,ტოსკანა, იტალია
გარდაიცვალა 27 ივნისი 1574
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია
ეროვნება იტალიელი
სფერო მხატვრობა
მწერლობა
მომზადება ფლორენციის სკოლა
მიმდინარეობა რენესანსი
ცნობილი ნამუშევრები "შემოქმედთა ცხოვრება"
მასზე გავლენა მოახდინა მიქელანჯელო ბუანაროტი

ჯორჯო ვაზარი (დ. 30 ივლისი 1511 - გ. 27 ივნისი 1574) - იტალიელი მხატვარი, მწერალი, ისტორიკოსი და არქიტექტორი, რომელიც დღესდღეობით უმეტესად ცნობილია მის მიერ დაწერილი მხატვართა, არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ბიოგრაფიებით - "შემოქმედთა ცხოვრება." ეს უკანასკნელი განიხილება, როგორც ხელოვნების ისტორიის მწერლობის საწყის ნამუშევრად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაზარი დაიბადა არეცოში, ტოსკანას რეგიონში. იგი საკუთარი ბიძაშვილის ლუკა სინიორელის რეკომენდაციით ადრეულ ასაკში გახდა ჯიულიემო დე მარსილიას, შუშის გამოჩენილი მხატვრის, მოწაფე.16 წლის ასაკში, ვაზარი კარდინალმა სილვიო პასერინიმ ფლორენციაში გაგზავნა სადაც იგი ანდრეა დელ სარტოსა და მისი მოწაფეების: როსსო ფიორენტინოსა და იაკოპო პონტორმოს წრეს შეუერთდა. ამ წრის წევრობამ ვაზარის ჰუმანისტური განათლების განვითარებას ხელი შეუწყო. ვაზარი მალე მიქელანჯელო ბუანაროტიმ დაიმეგობრა, რომლის მხატვრობაც ვაზარის მხატვრობაზე გავლენას მოახდენდა.

1529 წელს ვაზარი რომს ეწვია სადაც მან რაფაელის და სხვა რომანული მაღალი რენესანსის მხატვართა ნამუშევრები შეისწავლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: