იპოლიტო მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იპოლიტო მედიჩი
Ippolito de' Medici.jpg
ფლორენციის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 19 ნოემბერი, 1523
მმართ. დასასრული: 16 მაისი, 1527
წინამორბედი: ჯულიო მედიჩი
მემკვიდრე: ალესანდრო მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1511
დაბ. ადგილი: ფლორენცია
გარდ. თარიღი: 10 აგვისტო, 1535, (24 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი
შვილები: ასდრუბალე (უკანონო)
დინასტია: მედიჩები
მამა: ჯულიანო მედიჩი
დედა: პაჩიფიკა ბრანდანო
რელიგია: კათოლიციზმი

იპოლიტო დე’ მედიჩი (იტალ. Ippolito de' Medici; დ. 1511 — გ. 10 აგვისტო, 1535) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის სენიორ ჯულიანო მედიჩის არალეგიტიმური და ერთადერთი შვილი. ფლორენციის სენიორი 1523-27 წლებში. კარდინალად გახდომის გამო ტახტიდან გადადგა თავისი ბიძაშვილის სასარგებლოდ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოლიტო მედიჩი, შესრულებულია ტიციანის მიერ

იპოლიტო დაიბადა 1511 წელს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის სენიორ ჯულიანო მედიჩისა და მისი საყვარლის, პაჩიფიკა ბრანდანოს ერთადერთი საერთო და უკანონო ვაჟი. 1516 წელს იპოლიტოს მამა დაიღუპა, რის გამოც სენიორი მისი ბიძაშვილი ლორენცო II გახდა, რომელიც 1519 წელს უვაჟოდ გარდაიცვალა. ამის გამო ფლორენციის სენიორი ბიძამისი, ჯულიო მედიჩი ხდება, რომელიც 1523 წელს რომის პაპად აირჩიეს კლემენტ VII-ის სახელით, ამიტომაც ფლორენციის ახალი სენიორი იპოლიტო გახდა. 1527 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ რომი აიღო და პაპი ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლეს ფლორენციელებმა და მედიჩების ტირანული მმართველობა დაამხეს. ამის გამო ლორენცო II-ის უკანონო ვაჟი, ალესანდრო მედიჩი და იპოლიტო ქალაქიდან გაიქცნენ.

1529 წლის 10 იანვარს იპოლიტო ბერად აღიკვეცა და პაპმა მას ავინიონის არქიეპისკოპოსის წოდება უბოძა.

1530 წელს, კარლ V-მ კლემენტ VII გაანთავისუფლა და ფლორენციაც აიღო, რის შემდეგაც მან აქ ჰერცოგად ალესანდრო მედიჩი დასვა, რომელსაც თავისი ასული, მარგარეტ პარმელიც კი მიათხოვა. ამის შემდეგ იპოლიტო ფლორენციის არქიეპისკოპოსიც გახდა. ამავე წელს, პაპმა მას კარდინალის ხარისხი უბოძა. მალე იგი კლემენტეს ნდობით აღჭურვილ პირად იქცა და მისი ელჩიც იყო უნგრეთში.

1535 წელს პაპმა იგი ელჩად გააგზავნა ნეაპოლის სამეფოში, კარლ V-თან მოსალაპარაკებლად, თუმცა მოულოდნელად, გზაში, ქალაქ იტრში, 10 აგვისტოს იგი გარდაიცვალა, 24 წლის ასაკში. ითვლება, რომ იგი მისი ბიძაშვილის, ალესანდრო მედიჩის ბრძანებით მოწამლეს, რომელიც მას კონკურენტად აღიქვამდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pastor, Ludwig (1910). The History of the Popes : from the close of the Middle Ages, Volume X. London: Kegan Paul Trench Trübner. Retrieved 9 October 2016.
  • Rebecchini, Guido (2010). Un altro Lorenzo: Ippolito de' Medici tra Firenze e Roma (1511-1535). Venezia: Marsilio. ISBN 978-88-317-0646-9.
  • Weaver, Elissa Barbara (1982). "Ippolito de' Medici , Humanist". Renaissance Quarterly. 35 (4): 674–677.