შინაარსზე გადასვლა

აჩრდილწაღებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აჩრდილწაღებული
千と千尋の神隠し“
ჟანრი სათავგადასავლო, ფენტეზი
ფილმის ტიპი ანიმე
რეჟისორი ჰაიაო მიაძაკი
პროდიუსერი ტოსიო სუძუკი
კომპოზიტორი ჯო ჰისაისი
მონტაჟი ტაკესი სეიამა
სტუდია Studio Ghibli
დისტრიბუტორი ტოჰო (იაპონია)
Studio Ghibli (იაპონია)
Walt Disney Pictures (აშშ)
United International Pictures (სამხრეთ აფრიკა)
Europa Filmes (ბრაზილია)
Optimum Releasing (ბრიტანეთი)
პრემიერა იაპონია:
27 ივლისი 2001
აშშ:
20 სექტემბერი 2002 (ფილმი), 28 მარტი, 2003 (მეორე გამოცემა)
კანადა:
6 ნოემბერი 2002
ავსტრალია:
12 დეკემბერი, 2002
ბრიტანეთი:
12 სექტემბერი 2003
ხანგრძლივობა 124 წთ.
ქვეყანა დროშა: იაპონია იაპონია
ენა იაპონური
ინგლისური
ბიუჯეტი ¥1,900,000,000 (დაახლ.)
$19,000,000 (დაახლ.)
შემოსავალი ¥ 27,492,509,500
($ 274,925,095)
საიტი

აჩრდილწაღებული (იაპონ. 千と千尋の神隠し სენ ტო ჩიჰირო ნო კამიკაკუში?) — 2001 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმე, დაწერილი და გადაღებული ჰაიაო მიაძაკის მიერ Studio Ghibli-სთვის.

ამ ფილმმა ბევრი ჯილდო მიიღო, მათ შორის, ოსკარი (ეს იყო პირველი ანიმე ფილმი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა). 2002 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან აგრეთვე მიიღო ოქროს დათვი.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ათი წლის გოგონა ჩიჰირო ოგინო მშობლებთან ერთად მიემგზავრება ახალი სახლისკენ, მაგრამ მამა არასწორი გზით მიდის. ისინი, ძალაუნებურად, მოხვდებიან ჯადოსნურ სამყაროში. სანამ მისი მშობლები ქუჩაში გამოფენილ კერძებს ღორებივით შეექცევიან, ჩიჰირო პატარა დასახლებას ათვალიერებს და ხვდება ბიჭუნა ჰაკუს, რომელიც მას სთხოვს ქალაქის დაღამებამდე დატოვება, მაგრამ უკვე გვიანია - უკან მობრუნებული, გოგონა აღმოაჩენს, რომ მშობლები ნამდვილ ღორებად იქცნენ. იგი გამომწყვდეულია სულების სამყაროში.

ქალაქის პატრონია ალქაჯი იუბაბა, სწორედ იგი მართავს აბანოებს და ადგილობივ რესტორნებს, რომლებშიც ისვენებენ ღვთაებები, სულები და სხვა ზებუნებრივი არსებები. ყველა უცხოს იუბაბა ცხოველად აქცევს. მშობლების გადარჩენის იმედით, ჩიჰირო იუბაბას სამუშაოს სთხოვს. პაპა კამაძის და აბანოს კიდევ ერთი მუშაკის, რინის დახმარებით, ჩიჰირო იუბაბამდე აღწევს და ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომელთან ერთად ქრება მისი ძველი სახელიც - ამიერიდან სენი ჰქვია.

ჩიჰირო იწყება აბანოებში მუშაობს და ცდილობს, იპოვოს საშუალება, რათა მშობლებს ძველი სახე დაუბრუნოს და ქალაქი დატოვოს. ერთხელ, როდესაც იუბაბა ქალაქიდან წასულია, საიდანღაც ჩნდება ჰაკუ, დრაკონის სახით, რომელსაც მისდევს ათასობით ქაღალდის ჩიტი. ჩიჰირო აღმოაჩენს, რომ ჰაკუ იუბაბას ბრძანებით ამ უკანასკნელის დას, ძენიბას, მოპარა დაწყევლილი ბეჭედი და ამიტომ სიკვდილის პირას არის. კამაძის და „მწარე ღვეზელის“ მეშვეობით, რომელიც მანამდე ერთ-ერთმა კლიენტმა, მდინარეთა სულმა აჩუქა, ჩიჰირო ანადგურებს წყევლას და ჰაკუს გადაარჩენს. ამის შემდეგ იგი მიემგზავრება ძენიბასთან, რათა დაუბრუნოს მოპარული ბეჭედი და ჰაკუს განკურნება სთხოვოს. ჰაკუ ამასობაში გონს მოდის და იუბაბას სთხოვს, მისცეს ჩიჰიროს საშუალება, რათა მან მშობლები დაიბრუნოს - თუკი იუბაბას დაუბრუნდება შვილი, რომელიც მისმა დამ ფრინველად გადააქცია. ჰაკუ ძენიბასთან მიემგზავრება. ძენიბა მას პატიობს. ჩიჰირო და ჰაკუ, იუბაბას შვილთან ერთად, სულების ქალაქში ბრუნდებიან. ამ მოგზაურობისას ჩიჰირო ჰაკუს ეხმარება უკანასკნელის ნამდვილი სახელის გახსენებაში. იბრუნებს რა ყველა მოგონებას, ჰაკუ იუბაბას მსახურობისგან თავისუფლდება.

სულების ქალაქში ჩიჰირო გადის უკანასკნელ გამოცდას - ღორებს შორის საკუთარი მშობლების ამოცნობას. მას შემდეგ, რაც ამბობს, რომ მისი მშობლები იქ არ არიან, იუბაბასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალას კარგავს. იუბაბა მას ათავისუფლებს. ჰაკუ ჩიჰიროს აცილებს და აფრთხილებს, უკან არავითარ შემთხვევაში მოიხედოს. დამშვიდობებისას იგი გოგონას ჰპირდება, რომ რეალურ სამყაროში შეხვდება.

ჩიჰირო ბრუნდება სადგურის მსგავს შენობაში, სადაც მშობლებს პოულობს. მათ არაფერი ახსოვთ და დარწმუნებულები არიან, რომ უბრალოდ გაისეირნეს. ოჯახი ბრუნდება ავტომობილთან, რომელიც აღმოჩნდება მტვრით და ფოთლებით დაფარული. მშობლები გაოცებულები არიან, მაგრამ ყოველივე ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ და იქაურობას ჩიჰიროსთან ერთად ტოვებენ.

კომპოზიცია კომპოზიტორი ხანგრძლივობა
1 One Summer's Day (იაპონ. あの夏へ Ano Natsu e?) ჯო ჰისაისი (იაპონ. 久石譲?) 3:09
2 Road to Somewhere (იაპონ. とおり道 Toori Michi?) 2:07
3 Empty Restaurant (იაპონ. 誰もいない料理店 Dare mo Inai Ryōriten?) 3:15
4 Nighttime Coming (იაპონ. 夜来る Yoru Kuru?) 2:00
5 Dragon Boy (იაპონ. 竜の少年 Ryū no Shōnen?) 2:12
6 Sootballs (იაპონ. ボイラー虫 Boirā Mushi?) 2:33
7 Procession Of The Spirits (იაპონ. 神さま達 Kamisama-tachi?) 3:00
8 Yubaba (იაპონ. 湯婆婆?) 3:30
9 Bathhouse Morning (იაპონ. 湯屋の朝 Yuya no Asa?) 2:02
10 Day of the River (იაპონ. あの日の川 Ano Hi no Kawa?) 3:13
11 It's Hard Work (იაპონ. 仕事はつらいぜ Shigoto wa Tsuraize?) 2:26
12 Stink Spirit (იაპონ. おクサレ神 Okusaregami?) 4:01
13 Sen's Courage (იაპონ. 千の勇気 Sen no Yūki?) 2:45
14 Bottomless Pit (იაპონ. 底なし穴 Sokonashi Ana?) 1:18
15 No Face (იაპონ. カオナシ Kaonashi?) 3:47
16 Sixth Station (იაპონ. 6番目の駅 Roku Banme no Eki?) 3:38
17 Yubaba's Panic (იაპონ. 湯婆婆狂乱 Yubaba Kyōran?) 1:38
18 House At Swamp Bottom (იაპონ. 沼の底の家 Numa no Soko no Ie?) 1:29
19 Reprise (იაპონ. ふたたび Futatabi?) 4:53
20 The Return Day (იაპონ. 帰る日 Kaeru Hi?) 3:20
21 Always With Me (იაპონ. いつも何度でも Itsumo Nando demo?) იოუმი კიმურა (იაპონ. 木村弓?) 3:35

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.