რუხის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაჭიშკრევის ბრძოლა
თარიღი 1779
მდებარეობა რუხი ოდიშის სამთავრო
მხარეები
იმერეთის სამეფო იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო გურიის სამთავრო ოდიშის სამთავრო ოდიშის სამთავრო ოსმალეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია აფხაზები, ჯიქები, ალანები
მეთაურები
იმერეთის სამეფო სოლომონ I
გურიის სამთავრო გიორგი V გურიელი
ოდიშის სამთავრო კაცია II დადიანი
ქელეშ-ბეგი, ბექირ-ბეი

რუხის ბრძოლაიმერეთის სამეფოს, ოდიშისა და გურიის სამთავროების გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 წელს ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუგდიდისაკენ დაიძრა. ბრძოლა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;