ირედენტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იტალიური ირედენტიზმის საზღვრები 1919 წ.

ირედენტიზმი ( იტალ. irredento) – თავდაპირველად პოლიტიკური მოძრაობა XIX-XX საუკუნეების მიჯნის იტალიაში, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიის გაერთიანების შემდეგ საზღვრებს გარეთ დარჩენილი ტერიტორიების – ტრიესტი, ტრენტინო, ალტო-ადიჯე – მიერთებას. თანამედროვე გაგებით ირედენტიზმი არის მოძრაობა ხალხების, ერებისა და ეთნოსების გაერთიანებისა.[1]

ირედენტიზმის მაგალითია მთიანი ყარაბაღის სომხეთთან ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების მოთხოვნა. ირედენტიზმის რეალიზაცია ძალით, სუვერენული სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არაკანონიერი ქმედებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]