პატრიარქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატრიარქი (ბერძნ. Πατριάρχης; შედგება ბერძნ. πατήρ — „მამა“ და ἀρχή — „მეუფება, საწყისი, ძალაუფლება“) — დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უზენაესი ტიტული, დადგენილი ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული ეკლესიის გაყოფის შემდეგ (1054) პატრიარქი აღმოსავლეთ ეკლესიის მეთაურთა წოდება გახდა. ბიზანტიის იმპერიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ოთხი პატრიარქი განაგებდა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. რუსეთის საეკლესიო კრებამ პატრიარქი 1598 წელს აირჩია. 1721 წელს, პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქის წოდება. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებამ 1917-1918 წლებში პატრიარქის ტიტული აღადგინა. პატრიარქი არის აგრეთვე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ეკლესიებში. კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიასაც პატრიარქი მეთაურობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]