ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს სოფელ სიმონეთში თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 360 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კილომეტრი. სოფელი გაშლილია შემაღლებულ პლატოზე და ზემოდან გადაჰყურებს ყვირილას დაბლობს. წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია XI საუკუნეში.
ზედა სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352.