ზურაბ სარჯველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზურაბ სარჯველაძე (დ. 12 მარტი, 1939, ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჯუნეწერი — გ. 2002) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1997 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში.

მისი სადისერტაციო თემა იყო „ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 — გეორგ როზენის სახელობის პრემია
  • 2000 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1994 — ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის პრემია
  • 1993 — აკაკი შანიძის სახელობის პრემია
  • 1987 — საქართველოს განათლების სამინისტრო (პირველი პრემია)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]