კორნელი დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორნელი დავითის ძე დანელია (დ. 15 ივნისი, 1934, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 28 სექტემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981).

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში. 1963 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ძველი ქართული ენის კათედრაზე (1987 წლიდან ამ კათედრის გამგე). 1988 წლიდან იყო თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

დანელიას გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ-ჭანურის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში. მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო იოსებ ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს (1994).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983;
  • იოსებ ყიფშიძე – ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, თბ., 1985;
  • აკაკი შანიძე. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1987 (თანაავტ. ზ. სარჯველაძე);
  • პავლეს ეპისტოლეთა ძველი ქართული ვერსიები, თბ., 1974 (თანაავტ. ქ. ძოწენიძე);
  • ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი. ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები (ტექსტი, ლექსიკონი, გამოკვლევა), ტ. 1, ნაწ. 1–2, თბ., 1987–92;
  • ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები ქართული თარგმანითურთ, ტ. 2, თბ., 1991 (თანაავტ. ა. ცანავა);
  • იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები (ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი), თბ., 1992.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]