შინაარსზე გადასვლა

ჰიჯაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითლად შემოხაზულია რეგიონი და ამ რეგიონში 1923 წლამდე არსებული ჰიჯაზის სამეფო

ჰიჯაზი ასევე ალ-ჰიჯაზი (არაბ. الحجاز, თარგმანში "ბარიერი") — საუდის არაბეთის ისტორიული რეგიონი. დასავლეთიდან ესაზღვრება წითელი ზღვა, ჩრდილოეთიდან იორდანია, აღმოსავლეთიდან ნეჯდი, ხოლო სამხრეთიდან ასირი.[1] მისი მთავარი ქალაქია ჯიდა, თუმცა ის უფრო ცნობილია მუსლიმანებისთვის წმინდა ქალაქებით: მექათი და მედინათი. რეგიონს ეწოდება ბარიერი, რადგან ის ყოფს ნაჯდს თიჰამასგან. მას ასევე უწოდებენ "დასავლეთ პროვინციასაც".[2]

ჰიჯაზის მოსახლეობას აქვს გარკვეული სეპარატისტული გრძნობები და ისინი თავს დანარჩენი არაბეთისგან ცალკე განიხილავენ.[3] ჰიჯაზი არის არაბეთის ნახევარკუნძულზე ყველაზე მეტად კოსმოპოლიტური რეგიონი.[4] ჰიჯაზური არაბულის დიალექტი ახლოსაა ეგვიპტურ არაბულთან.[5]

1916 წელს გამოცხადდა ჰიჯაზის დამოუკიდებლობა. 1924 წელს ის დაიპყრო ნეჯდის მმართველმა - აბდალაზიზ ას-საუდმა, რის შემდეგაც, 1932 წელს, საუდის არაბეთი შეიქმნა.

  • Mackey, Sandra. The Saudis: Inside the Desert Kingdom. Updated Edition. Norton Paperback. W.W. Norton and Company, New York. 2002 (first edition: 1987). ISBN 0-393-32417-6 pbk.
  1. (2001) Merriam-Webster's Geographical Dictionary, გვ. 479. ISBN 0 87779 546 0. ციტირების თარიღი: 17 March 2013. 
  2. Mackey, p. 101. "The Western Province, or the Hijaz[...]
  3. Oman, UAE & Arabian Peninsula, გვ. 316. 
  4. Britain and Saudi Arabia, 1925-1939: The Imperial Oasis, გვ. 12. 
  5. Dialect, Culture, and Society in Eastern Arabia: Glossary. Clive Holes (2001).