დარეჯანი (იმერეთის დედოფალი)
(გადამისამართდა გვერდიდან დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე))
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დარეჯანი (გ. 1668) — მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დარეჯანი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV, ქმრად შეირთო ბაგრატიონთა შორეული ნათესავი ვახტანგი (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა. მის დროს დარეჯანი სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მოკლეს ფეოდალებმა.
ანანურის ციხის ღვთაების ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ თეიმურაზს ჰყავდა ქალიშვილი, რომლის ძე ედიშერი იყო მდივანბეგი, ხოლო ოთარი კი — არაგვის ერისთავი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 383.