შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ ნინუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ნინუა
დაბადების სახელი ვახტანგ ნინუა
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1916
ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი, 1982 (66 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1939-1982
მეუღლე(ები) ნატალია ინაშვილი
მეგი კვერენჩხილაძე
შვილ(ებ)ი მარიკა
მანანა
ოთარი
მშობლები მამა: დავით ნინუა

ვახტანგ ნინუა (დ. 19 სექტემბერი, 1916, ბაქო — გ. 30 დეკემბერი, 1982) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1967).

დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31-ე საავიაციო ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.

პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღებების დროს ქობულეთში გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი. წყვილი 30 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა — მარიკა და მანანა, მეორედან — ვაჟი, ოთარი.

გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]