შეხვედრა წარსულთან
შეხვედრა წარსულთან | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | სიკო დოლიძე |
სცენარის ავტორი | სიკო დოლიძე |
კომპოზიტორი | დავით თორაძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი |
ნიკოლოზ ყაზბეგი, მიხეილ მედნიკოვი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1966 |
ხანგრძლივობა | 100 წთ |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა | ქართული |
შეხვედრა წარსულთან — სიკო დოლიძის 1966 წლის ფილმი. ფილმში დამახინჯებულადაა მოცემული სახალხო გვარდიის წევრ გოგია ღლონტის ბიოგრაფიული ფაქტები. თუმცა ფილმში ასევე გაპარულია საბჭოთა ცენზურისთვის არასასრურევლი სცენები და დიალოგები[1]
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საიუბილეო ზეიმზე სოფლად ჩამოსული საბჭოთა ხელისუფლებისათვის დაღუპული მებრძოლის შვილის, ცნობილი ქირურგი ქალის თვალწინ რეტროსპექტულად გაირბიან განვლილი ცხოვრების სურათები, რომლებიც სავსეა ხელისუფლების დამყარების პირველი დღეების სასტიკი მოვლენებით, კლასთა შორის დაუნდობელი ბრძოლითა და შიმშილით, დამცირებითა და უიმედობით.
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სერგო ზაქარიაძე (ალმასხანი)
- ვერიკო ანჯაფარიძე (პელაგია)
- ლეილა აბაშიძე (ნინო)
- მეგი წულუკიძე (დარინე)
- ქეთევან კიკნაძე (მარიამი)
- სოსო გოგიჩაიშვილი (აკია)
- გიული ჭოხონელიძე — კოჭლი გოგია
- მალხაზ ბებურიშვილი (გიორგი)
- ეროსი მანჯგალაძე (ვარდენი)
- ვახტანგ ნინუა (იასონი)
- გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ილარიონი)
- იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე)
- თენგიზ არჩვაძე (ნამორაძე)
- იაკობ ტრიპოლსკი (ანდრია)
- იოსებ (სოსო) ხაინდრავა (კომკავშირელი)
- ელენე საყვარელიძე (ექთანი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ხვადაგიანი, დ. „საბჭოური პროპაგანდა, როგორც - ტრადიცია“ // საზოგადოებრივი არქივი, 19 დეკემბერი, 2020.
|