მაია წყნეთელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაია წყნეთელი

ფილმის პოსტერი
რეჟისორი რეზო ჩხეიძე
სცენარის ავტორი ვალერიან კანდელაკი
როლებში ლეილა აბაშიძე
გრიგოლ ტყაბლაძე
გოჩა აბაშიძე
აკაკი კვანტალიანი
ვახტანგ ნინუა
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
დავით ლომიძე
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მხატვარი გივი გიგაური
კახი ხუციშვილი
სტუდია „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1959
ხანგრძლივობა 96
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

მაია წყნეთელი — 1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორია ვალერიან კანდელაკი. კომპოზიტორი სულხან ცინცაძე. მთავარ როლშია ლეილა აბაშიძე.

ფილმი გადაღებულია ვლადიმერ კანდელაკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ფილმის პრემიერა შედგა ქალაქ თბილისში, 1959 წლის მაისში. საკავშირო ეკრანზე პირველი ჩვენება შედგა 1960 წლის 29 თებერვალს.

მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის.

მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათე თავზე ხელაღებული სიმამაცისთვის, სიმარჯვისათვის, ალერსიანი სიმღერებისათვის უყვარდათ.

მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ლეილა აბაშიძე მაია / მათე ბიჭი მაია / მათე ბიჭი
გრიგოლ ტყაბლაძე მეფე ერეკლე მეფე ერეკლე
გოჩა აბაშიძე მანუჩა მანუჩა
აკაკი კვანტალიანი ბერიკა ბერიკა
ვახტანგ ნინუა ჯემალა ჯემალა
იოსებ აბრამიშვილი გიო გიო
ნოდარ ჩხეიძე ქერიმ-აღა ქერიმ-აღა
გრიგოლ კოსტავა ამილახვარი ამილახვარი
ზაქარია სიხარულიძე ქარიყლაპია ქარიყლაპია
ოთარ დათუაშვილი თანდილა თანდილა
ალექსანდრე აფხაიძე ქაიხოსრო დიღმელი ქაიხოსრო დიღმელი
ირაკლი ქოქრაშვილი გუბაზი გუბაზი
ივანე ნინუა ბარათა ბარათა
მიხეილ სულთანიშვილი მოურავი მოურავი
ემანუილ აფხაიძე მექისე მექისე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]