შინაარსზე გადასვლა

ბაადურ წულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაადურ წულაძე
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1935
ბათუმი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 2018 (83 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1954-2018

ბაადურ სოკრატეს ძე წულაძე (დ. 5 მარტი, 1935, ბათუმი, — გ. 13 მაისი, 2018, თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968), ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016).[1]

ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრე დოვჟენკოს სახელოსნო, რომელსაც დოვჟენკოს გარდაცვალების შემდეგ მიხეილ ჭიაურელი ხელმძღვანელობდა). მისი სადიპლომო ნამუშევარია მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯილდო“.

პირველად, როგორც მსახიობი, გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

2018 წლის 13 მაისს ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2] დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]