შინაარსზე გადასვლა

ოთარაანთ ქვრივი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოთარაანთ ქვრივი“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი აკაკი ბელიაშვილი
მიხეილ ჭიაურელი
ეფუძნება ოთარაანთ ქვრივი
როლებში ვერიკო ანჯაფარიძე
გიორგი შენგელაია
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
მხატვარი ლეონიდ მამალაძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1958
ხანგრძლივობა 78 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

ოთარაანთ ქვრივიმიხეილ ჭიაურელის 1957 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1958 წლის 28 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში.[1] ვენეციის XIX საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი 1958 წელს.[2]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ოთარაანთ ქვრივში მთავარ როლს ასრულებენ: ვერიკო ანჯაფარიძე და გიორგი შენგელაია.

ფილმის სიუჟეტის თანახმად, ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.

მსახიობი როლი
ვერიკო ანჯაფარიძე ოთარაანთ ქვრივი ოთარაანთ ქვრივი
გიორგი შენგელაია გიორგი გიორგი
ბორის ანდრონიკაშვილი თავადი არჩილი თავადი არჩილი
დინარა ჟორჟოლიანი კესო - თავადი არჩილის და კესო - თავადი არჩილის და
კოტე დაუშვილი
ირაკლი ნიჟარაძე
მარიამ დავითაშვილი
ალექსანდრე გომელაური
ალექსეი ზაგორსკი
ვახტანგ ნინუა
აკაკი კვანტალიანი
ბადრი კობახიძე
ალექსანდრე ომიაძე სოფლის თავკაცი სოფლის თავკაცი
მიხეილ მგელაძე ადვოკატი ადვოკატი
ირინე მაღალაშვილი მანანა მანანა
გიორგი დავითაშვილი
გიორგი ჟუჟუნაშვილი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]