კოტე მიქაბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოტე მიქაბერიძე
დაბადების სახელი კონსტანტინე მიქაბერიძე
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1896
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი, 1973 (76 წლის)

კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (დ. 31 ივლისი, ტერმუკი (ახლანდელი ყუბანი), 1896 — გ. 9 იანვარი, 1973) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს გადმოვიდა თბილისში და დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია. პირველად სცენაზე გამოვიდა ქუთაისში „ახალგაზრდა მსახიობთა დასში“. 1921 წლიდან იყო „სახკინმრეწვის“ მსახიობი, პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“ შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „დინა-ძაძუ“, „ხანუმა“ და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1928 წლიდან რეჟისორი და სცენარისტი.

1929 წელს გადაიღო ფილმი „ბებიაჩემი“, რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი „თაროზე იდო“. 1932 წელს იძულებული გახდა გადაეღო საკოლმეურნეოცხოვრების ამსახველი სურათი „ჰასანი“. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი— „ქაჯეთი“. ავტორია მხატვრული ფილმისა „დაგვიანებული სასიძო“ 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ივანე პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი „ფორპოსტი“. ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა „ზურიკო და მარიკო“ (1953). 1945 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა დუბლიაჟის სტუდიაში, ფილმების გახმოვანებაზე (რუსულიდან).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1929: „ჩემი ბებია“ 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟ. ლეილა გორდელაძემ
  • 1930: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)“ (დოკუმენტური ფილმი)
  • 1932: „ჰასანი“
  • 1936: „ქაჯეთი“
  • 1939: „დაგვიანებული სასიძო“ 1966 წელს ფილმი აღადგინა რეჟ. კოტე მიქაბერიძემ
  • 1941: „ფორპოსტი“

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1945: საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]