განძის პლანეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განძთა პლანეტა)
„განძის პლანეტა“
რეჟისორი რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
პროდიუსერი კლარკ სპენსერი
სცენარის ავტორი რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
რობ ედვარდსი
ეფუძნება განძის კუნძული
რობერტ ლუის სტივენსონი
ისტორია რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
ტედ ელიოტი
ტერი როსიო
მთხრობელი ტონი ჯეი
როლებში ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
ბრაიან მარი
ემა ტომპსონი
დევიდ ჰაიდ პირსი
მარტინ შორტი
მაიკლ უინკონტი
ლორი მეტკელფი
როსკო ლი ბრაუნი
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
მონტაჟი მაიკლ კელი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 27 ნოემბერი, 2002 (2002-11-27)
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 109.6 მილიონი აშშ დოლარი[1]

განძის პლანეტა (ინგლ. Treasure Planet) — Walt Disney Feature Animation-ის 2002 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. „განძის პლანეტა“ არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 43-ე ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის არის და ეფუძნება რობერტ ლუის სტივენსონის რომანს „განძის კუნძული“, თუმცა მასში მოქმედება მიმდინარეობს კოსმოსში. ფილმი ერთდროულად გამოვიდა ჩვეულებრივ და IMAX-ის კინოთეატრებში.[2][3] მასში გამოიყენება როგორც ტრადიციული ორგანზომილებიანი, ასევე სამგანზომილებიანი ანიმაციის ტექნიკა.

ფილმის სცენარის ავტორები, პროდიუსერები და რეჟისორები არიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი. იდეა მათ თავდაპირველად წარადგინეს იმავე შეკრებაზე, რომელზეც „პატარა ქალთევზას“ იდეა განიხილეს. იგი აგრეთვე არის იტალიური მინისერიალის „განძის კუნძული ღია კოსმოსში“ ინტერპრეტაცია.[4] პერსინაჟების როლებს ახმოვანებენ ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ბრაიან მარი, ემა ტომპსონი, დევიდ ჰაიდ პირსი, მარტინ შორტი, როსკო ლი ბრაუნი, ლორი მეტკელფი და პატრიკ მაკგუენი (რომლისთვისაც ეს უკანასკნელი როლი იყო). მუსიკის ავტორია ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი, ხოლო სიმღერების — ჯონი რეზნიკი. მიუხედავად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებისა, ფილმი გაქირავებაში ჩავარდა. მისი წარმოება ღირდა 140 მილიონი აშშ დოლარი, შტატებსა და კანადაში შემოსავალმა მხოლოდ 38 მილიონი შეადგინა, მსოფლიოში კი — მხოლოდ 110 მილიონი[1]. 2002 წელს იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Treasure Planet 2002. Box Office Mojo (December 6, 2002). ციტირების თარიღი: 2007-08-10.
  2. Murray, Rebecca. (November 19, 2002) John Rzeznik Sets Sail for "Treasure Planet". About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2007. ციტირების თარიღი: 2007-08-11.
  3. Diorio, Carl (January 25, 2002). „Big Bang for Disney's 'Planet'“. Daily Variety. p. 51.
  4. Moria. /moria.co.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2016. ციტირების თარიღი: 15 April 2016.