გურის წყალსაცავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურის წყალსაცავთან აშენებული ჰიდროელექტროსადგური

გურის წყალსაცავიწყალსაცავი მდინარე კარონის (ორინოკოს მარჯვენა შენაკადი) კანიონში, ვენესუელაში. ფართობი 4,250 კმ², მოცულობა 135 კმ³, სიგრძე 175 კმ, სიგანე 48 კმ., კაშხლის საერთო სიგრძეა 1300 მ, ხოლო სიმაღლე 162 მ. წყალსაცავი უპირველეს ყოვლისა შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის. გურის წყალსაცავს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჰესი[რედაქტირება]

წყალასაცავთან აშენებულია გურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელსადგურია. „გურის“ ჰიდროელექტროსადგური ასევე სიმონ ბოლივარის ჰიდროელექტორსადგურის სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს უდიდეს სადგურებში მესამე ადგილს იკავებს, 10 200 მეგავატი სიმძლავრით. ელექტორსადგური მდინარე კარონზეა განლაგებული, სამხრეთ ვენსუელაში და მას კომპანია CVG Electrification del Caroni მართავს. ჰიდროელექტროსადგურის აშენება 1963 წელს დაიწყო. პირველი ნაწილი (ჰიდროაგრეგატები) 1978 წელს დასრულდა, ხოლო მეორე 1986 წელს. ელექტროსადგური 20 განსხვავებული მოცულობის გენერატორებს მოიცავს, რომლებიც 130-დან 770 მეგავატამდე ენერგის გამომუშავებენ. ეს ელექტროსადგური ვენესუალასთვის დაახლოებით 12 900 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]