ფერნანდო-დე-ლა-მორა
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფერნანდო-დე-ლა-მორა Fernando de la Mora | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | ცენტრალური | ||
კოორდინატები | 25°19′12″ ს. გ. 57°32′24″ დ. გ. / 25.32000° ს. გ. 57.54000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1939 | ||
ფართობი | 21 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 143±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 162 652 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 5 600 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
საფოსტო ინდექსი | 2300 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.fdm.gov.py/ | ||
ფერნანდო-დე-ლა-მორა (ესპ. Fernando de la Mora) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში, ასუნსიონის მეტროპოლიური არეალის ნაწილი. 160 000 მცხოვრებით, წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს.
ქალაქი ორ რეგიონადაა დაყოფილი — სამხრეთი არეალი და ჩრდილოეთის არეალი, მთლიანი ფართობი 21 კმ²-ია. ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, მრავალი ქუჩა თუ გამზირი კვეთს. გააჩნია 62 მწვანე არეალი.
კლიმატი ცხელია, ზაფხულში ხშირად 40°C-ს აღწევს, ზამთარში 0°C-მდე ეცემა, საშუალო წლიური მაჩვენებელი კი 22°C-ია.