შინაარსზე გადასვლა

ლიმპიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლიმპიო
Limpio
დროშა

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ცენტრალური
კოორდინატები 25°10′06″ ს. გ. 57°29′39″ დ. გ. / 25.16833° ს. გ. 57.49417° დ. გ. / -25.16833; -57.49417
დაარსდა 1785
ფართობი 117 კმ²
ცენტრის სიმაღლე 87 მეტრი
მოსახლეობა 87 301 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 291
საფოსტო ინდექსი 2020
ლიმპიო — პარაგვაი
ლიმპიო

ლიმპიო (ესპ. Limpio), წარსულში ცნობილი როგორც ტაპუა — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. 1785 წლის 2 თებერვალს დააარსა მისიონერმა ლუის დე ბოლანიოსმა სახელით — სან-ხოსე-დე-ლოს-კამპოს-ლიმპიოს-დე-ტაპუა.

იგი ესპანურ-გუარანის შეჯვარების ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. ესაზღვრება მდინარეები: პარაგვაი, სალადო და სან-ფრანსისკო. მფარველი წმინდანია წმინდა იოსები.

ლიმპიო პარაგვაის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად მიიჩნევა. მისი ფართობი დაახლოებით 117 კმ²-ია. მოიცავს 20 კვარტალს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთი უფრო ურბანიზებულია.

ქალაქი გაშენებულია დედაქალაქ ასუნსიონიდან 23 კმ-ის დაშორებით, ცენტრალური დეპარტამენტის სხვა ქალაქებს შორის. გააჩნია პორტი მდინარე პარაგვაიზე, რომელიც ადრეულ წლებში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კომერციულ საქმიანობასა და ადგილობრივ ინდუსტრიაში. ეს რაიონი იმიგრაციული ცენტრია, უპირველესად ასუნსიონისა და ინფრასტრუქტურის სიახლოვის გამო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]