მამუკას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოშკის ნანგრევები

მამუკას ციხე — XVIII საუკუნის ციხე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში.

ციხე მდებარეობს „ციხისყელად" წოდებულ მთაზე. ის თავად მამუკა თავდგირიძეს ეკუთვნოდა, აქედა მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს. ციხესთან დგას საინფორმაციო დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 11584