აზიური თამაშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიური თამაშების ლოგო
აზიური თამაშების ლოგო

აზიური თამაშები ასევე ცნობილია ასიადა-ს სახელწოდებით[1] —კონტინენტური მულტისპორტული შეჯიბრი, რომელიც ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ მთელი აზიის სპორტსმენებისთვის. თამაშები ტარდება აზიის ოლიმპიური საბჭოს (OCA) ეგიდით[2] და რეგულირდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. თითოეული ადგილისათვის განკუთვნილია მედლები: ოქრო — პირველი ადგილისთვის, ვერცხლი — მეორე, ბრინჯაო — მესამე.[3]

აზიურ თამაშებს ცხრა ქვეყანამ უმასპინძლა. მონაწილეობდა 46 ქვეყანა, მათ შორის ისრაელი, რომელიც თამაშებიდან მოხსნეს 1974 წელს მათი ბოლო მონაწილეობის შემდეგ.

შეჯიბრი იწყება მონაწილე ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების აღლუმით. დაჯილდოების ცერემონიალს თან ახლავს ეროვნული დროშა და ჰიმნი. გამოყენებულია ცხრილები, რომლებიც აჩვენებს თითოეული ქვეყნის მიერ მიღებული მედლების რაოდენობას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შორეული აღმოსავლეთის თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური თამაშები განვითარდა მცირე სპორტული მოვლენებიდან. შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატის თამაშები შეიქმნა სამი ქვეყნის: იაპონიის იმპერიის, ფილიპინების და ჩინეთის რესპუბლიკის ერთიანობისა და თანამშრომლობის საჩვენებლად. პირველი ასეთი თამაშები ჩატარდა მანილაში 1913 წელს. მოგვიანებით აზიის სხვა ქვეყნებიც დაესწრნენ. თამაშები შეწყდა 1938 წელს, როდესაც იაპონია შეიჭრა ჩინეთში და დაიწყო ექსპანსია წყნარ ოკეანის რეგიონში.[4]

აზიური თამაშების წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წლის პირველი აზიური თამაშების ინდოეთის მარკა
აზია
აზია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზიის რამდენიმე ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბევრმა ახალმა ქვეყანამ მოისურვა ახალი ტიპის კონკურსის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ურთიერთგაგების გაძლიერებას. 1948 წლის აგვისტოში, ლონდონში მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშების დროს, ინდოეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა აზიის სპორტული გუნდების ხელმძღვანელები მიიწვია აზიური თამაშების ჩატარების იდეის განსახილველად. ისინი შეთანხმდნენ „აზიის მძლეოსნობის ფედერაციის“ შექმნაზე. 1949 წლის თებერვალში იგი ოფიციალურად შეიქმნა და ეწოდა „აზიური თამაშების ფედერაცია“. გადაწყდა პირველი აზიური თამაშების ჩატარება ნიუ დელიში. თამაშები ჩატარდა 1951 წლის მარტში, მასში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის სპორტსმენებმა. თამაშების პროგრამაში შედიოდა მძლეოსნობა, ველოსიპორტი, კალათბურთი [5].

ფედერაციის ტრანსფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს ფედერაციაში შეიქმნა უთანხმოება ტაივანისა და ისრაელის დაშვების შესახებ. ინდონეზია, რომელიც თამაშებს მასპინძლობდა, ეწინააღმდეგებოდა ამ ქვეყნების ფედერაციაში მიღებას.[6] [7] 1970 წელს სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო თამაშების ჩატარება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, თამაშები ჩატარდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სამხრეთ კორეის რესურსების გამოყენებით.1973 წელს დაიწყო უთანხმოება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტაივანისა და ისრაელში არაბთა ეროვნული ოპოზიციის აღიარებასთან დაკავშირებით. 1977 წელს პაკისტანმა ვერ შეძლო თამაშების ჩატარება პაკისტანში სამხედრო გადატრიალების გამო. თამაშები კვლავ გადაიტანეს ბანგკოკში.ამ ინციდენტების შემდეგ, აზიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა გადაწყვიტეს აზიური თამაშების ფედერაციის წესდების შეცვლა. შეიქმნა ახალი ასოციაცია, სახელწოდებით აზიის ოლიმპიური საბჭო. ეს საბჭო თამაშებს ადევნებს თვალყურს 1986 წლიდან. ტაივანი მიიღეს, მაგრამ IOC სტანდარტების შესაბამისად მას უწოდებენ „ჩინურ ტაიბეის“.[8] ისრაელი გაირიცხა და მონაწილეობს ევროპულ თამაშებში.

2006 წლის აზიური თამაშები - დოჰა, კატარი

გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის აზიის თამაშების მონაწილე ქვეყნები რუკაზე
2018 წლის აზიის თამაშების მონაწილე ქვეყნები რუკაზე

ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობების მიუხედავად, OCA-მ მიიწვია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები 1994 წლის თამაშებზე: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი.

2007 წელს ავსტრალიას OCA– ში შესვლაზე უარი ეთქვა, რადგან ის არის ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი (და 2015 წლიდან მონაწილეობს წყნარი ოკეანის თამაშებში).

2010 წელს კრიკეტი პირველად შევიდა აზიურ თამაშებზე.

2018 წლის 20 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, იანგ იუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია აზიის ზამთრის თამაშების ჩატარება 2021 წელს, კორეის რესპუბლიკასთან (სამხრეთ კორეა) ერთად. იანგ იუნმა ასევე აღნიშნა, რომ შეჯიბრი შეიძლება ჩატარდეს მასკრიონის სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში.

ზაფხულის აზიური თამაშების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ნომერი ადგილი ჩატარების დრო ქვეყნები წყარო
1951 I ნიუ-დელი, ინდოეთი 4—11 მარტი 11 [9]
1954 II მანილა, ფილიპინები 1—9 მაისი 18 [10]
1958 III ტოკიო, იაპონია 24 მაისი — 1 ივნისი 16 [11]
1962 IV ჯაკარტა, ინდონეზია 24 აგვისტო — 4 სექტემბერი 12 [12]
1966 V ბანგკოკი, ტაილანდი 9—20 დეკემბერი 16 [13]
1970 VI ბანგკოკი, ტაილანდი (2) 9—20 დეკემბერი 16 [14]
1974 VII თეირანი, ირანი 1—16 სექტემბერი 19 [15]
1978 VIII ბანგკოკი, ტაილანდი  (3) 9—20 დეკემბერი 19 [16]
1982 IX ნიუ-დელი, ინდოეთი (2) 19 ნოემბერი — 4 დეკემბერი 23 [17]
1986 X სეული, კორეის რესპუბლიკა 20 სექტემბერი — 5 ოქტომბერი 22 [18]
1990 XI პეკინი, ჩინეთი 22 სექტემბერი — 7 ოქტომბერი 36 [19]
1994 XII ჰიროსიმა, იაპონია 2—16 ოქტომბერი 42 [20]
1998 XIII ბანგკოკი, ტაილანდი (4) 6—20 დეკემბერი 41 [21]
2002 XIV პუსანი, კორეის რესპუბლიკა 29 სეაქტემბერი — 14 ოქტომბერი 44 [22]
2006 XV დოჰა, კატარი 1—15 დეკემბერი 45 [23]
2010 XVI კუანგჭოუ, ჩინეთი 12—27 ნოემბერი 45 [24]
2014 XVII ინჩეონი, კორეის რესპუბლიკა 19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი 45 [25]
2018 XVIII ჯაკარტა (2) და პალენბანგი, ინდონეზია 18 აგვისტო — 2 სექტემბერი 45 [26]
2022 XIX ხანგჭოუ, ჩინეთი 10—25 სექტემბერი [27]
2026 XX ნაგოია, იაპონია 19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი
2030 XXI დოჰა, კატარი
2034 XXII ელ-რიადი, საუდის არაბეთი

მედლების საერთო ჩათვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო მთლიანობაში
1 ჩინეთის დროშა ჩინეთი 1342 900 653 2895
2 იაპონიის დროშა იაპონია 957 980 913 2850
3 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 696 606 761 2063
4 ირანის დროშა ირანი 159 161 175 495
5 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 140 600 260 1000
6 ინდოეთის დროშა ინდოეთი 139 178 285 602
7 ტაილანდის დროშა ტაილანდი 121 159 233 513
8 ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა 98 132 166 396
9 ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი 82 125 255 452
10 ფილიპინების დროშა ფილიპინები 63 112 215 390
11 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 63 96 114 273
12 ინდონეზიის დროშა ინდონეზია 60 95 203 358
13 მალაიზიის დროშა მალაიზია 56 88 132 276
14 პაკისტანის დროშა პაკისტანი 44 63 93 200
15 სინგაპურის დროშა სინგაპური 37 55 101 193
ჯამში 4313 4295 5136 13 744

სახეობების ჩამონათვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამა მოიცავს აზიის მინიმუმ 6 ქვეყანაში კულტივირებული სპორტის სახეობას, რომელთაგან 4 მონაწილეობს რეგულარულ თამაშებში:

სხვა აზიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური თამაშების გარდა, ზამთრის აზიური თამაშები (1986 წლიდან), აზიური დახურული თამაშები (2005 წლიდან ), სანაპიროს აზიური თამაშები (2008 წლიდან ლუწი წლები), აგრეთვე რეგიონალური (შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ აზიის).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China's Great Leap: The Beijing Games and Olympian Human Rights Challenges. Seven Stories. 4 January 2011. p. 51. ISBN 9781583228432. asian games also known as asiad.
  2. "OCA History". OCA. Archived from the original on 22 May 2011. Retrieved 14 August 2010.
  3. " Asian Games Taps Three-Time Olympic Sportscaster For New Sports Radio Talk Show". Sports Biz Asia. 8 February 2010. Archived from the original on 27 November 2010. Retrieved 8 September 2010.
  4. "Far Eastern Championship Games". Olympic Council of Asia. Archived from the original on 26 February 2014. Retrieved 19 November 2014.
  5. აზიური თამაშები // ყაზახეთი.ალმა-ათის ეროვნული ენციკლოპედია. 2004. — Т. I. — ISBN 9965-9389-9-7.[მკვდარი ბმული]
  6. "Penalty Dealt to Indonesia".[მკვდარი ბმული] Spokane Daily Chronicles. 13 September 1962. Retrieved 14 August 2010.
  7. Warming[მკვდარი ბმული]. The age 1962.30 August 1962. Retrieved 14 August 2010.
  8. "第七届 1974年德黑兰亚运会". data.sports.163.com. Archived from the original on 3 July 2011. Retrieved 9 October 2010.
  9. 1st AG New Delhi 1951. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  10. 2nd AG Manila 1954. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  11. 3rd AG Tokyo 1958. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  12. 4th AG Jakarta 1962. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  13. 5th AG Bangkok 1966. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  14. 6th AG Bangkok 1970. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  15. 7th AG Tehran 1974. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  16. 8th AG Bangkok 1978. OCA. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  17. 9th AG New Delhi 1982. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  18. 10th AG Seoul 1986. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  19. 11th AG Beijing 1990. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  20. 12th AG Hiroshima 1994. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  21. 13th AG Bangkok 1998. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010
  22. 14th AG Busan 2002. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 September 2002
  23. 15th AG Doha 2006. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 1 December 2006
  24. 16th AG Guangzhou 2010. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 November 2010
  25. 17th AG Incheon 2014. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 19 September 2014
  26. 18th AG Jakarta-Palembang 2018. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 20 September 2014
  27. 19th AG Hangzhou 2022. OCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 16 September 2015