შინაარსზე გადასვლა

ბილიარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბილიარდი (ფრანგ. billard, სიტყვიდან bille - ბურთულა) — ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე (მაგიდასაც „ბილიარდი“ ჰქვია). ბილიარდის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთი ითვლება, ევროპაში შემოვიდა XVI საუკუნეში, რუსეთში – პეტრე I-ის დროს. მაუდგადაკრულ მაგიდას ბორტებზე დატანებული აქვს 6 ხვრელი (ლუზა, ფრანგულ ბილიარდს ლუზები არ აქვს), რომლებსაც ბადის პარკები ჰკიდია. თამაშობენ 3, 5 ან 16 პლასტმასის ან სპილოს ძვლის ბურთულებით. ბურთულები დანომრილია 1-დან 15-მდე, მე-16 უნომროა. ბურთულებს მაგიდაზე აგორებენ საგანგებოდ დამზადებული ხის ჯოხით (კიი). კიის სიგრძეა 1,5 მ.

ყოფილ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო ბილიარდის თამაში – „ამერიკული“ (იგებს ის, ვინც პირველი ჩააგდებს ლუზებში 8 ბურთულას) და „პირამიდა“ (იგებს ის, ვინც პირველი დააგროვებს 71 ქულას).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]