მაგიდის ჩოგბურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Lile Lile.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2017 წლის 24 თებერვალი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

მაგიდის ჩოგბურთი

მაგიდის ჩოგბურთი, ასევე, ცნობილი, როგორც — პინგ-პონგი. ორი, ან ოთხი მოთამაშისათვის განკუთვნილი სპორტის სახეობა. ზაფხულის სპორტის ამ სახეობას სპეციალურ მაგიდაზე თამაშობენ, რომელიც ბადით ორ ნაწილადაა გაყოფილი. გარდა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევებისა, თამაშის წესები შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა ჩოგნით ბურთი ისე უნდა მოაწოდონ, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე. მოთამაშეს ქულა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ — 1.მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (თუმცა პროფესიონალურ მაგიდის ჩოგბურთში ეს იშვიათია); 2. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაცემის შემდეგ მოწინაარმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოტამაშეს ვერ გაუგზავნის. 3.თუ მეტოქის მიერ მოწოდებული მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა (ანუ, თუ მეორე მოთამაშის ნახევარს ასცდება ან ბადეზე მოხვედრისას, კვლავ მომწოდებლის მხარეს დაეცემა). თამაში ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო სწრაფ რეაქციას მოითხოვს.

მაგიდის ჩოგბურთის საერთოაშორისო წესებსა და სტანდარტებს ადგენს მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია(ITTF), რომელიც 1926 წელს დაარსდა. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 220 წევრ აოციაციას მოიცავს. მაგიდის ჩოგბურთის ოფიციალური წესები წარმოდგენილია მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაის სახელმძღვანელოში. სპორტის ეს სახეობა რამდენიმე კატეგორიით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1988 წელს შეიტანეს. 1988 წლიდან 2004 წლამდე მაგიდისჩოგბურთის ჩემპიონატი მამაკაცთა ინდივიდუალურ, ქალთა ინდივიდუალურ, მამაკაცთა წყვილ და ქალთა წყვილ კატეგორიებში ტარდებოდა. 2008 წლიდან წყვილთა კატეგორიები გუნდურმა ღონისძიებებმა ჩაანაცვლა.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Parker Brothers Ping-Pong game

სპორტის ესსახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ,თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებსი, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს. მაგიდის ცენტრში წიგნების რიგი ბადის ფუნქციას ასრულებდა, ორი წიგნი - ჩოგნებისას, ხოლო ბურის მაგივრობას გოლფის ბურტი სწევდა.

თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის ,,უიფ-უაფი" და ა.შ. სახელი - ,,პინგ-პონგი" - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში ,,პინგ-პონგი" აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ ,,პინგ-პონგის" ლიცენზია კომპანია ,,ძმები პარკერები"ს მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში ,,მაგიდის ჩოგბურთს" დაუკავშირა,თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი.

შემდეგი უმთავრესი სიახლე ჯეიმს გიბს, ბრიტანელ მაგიდის ჩოგბურთის ენთუზიასტს, ეკუთვნის, რომელმაც 1901 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ახალი ცელულოიდის ბურთები აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშისთვის იდეალური იყო. ამას მოჰყვა 1901 წელს, ი.ს. გუდის მიერ თანამედროვე ჩოგნების გამოგონება, რომლებიც ხაოიანი და ბუსუსებიანი ფურცლების, რეზინისა და ხის ჩარჩოს შერევით მიიღო. 1901 წლიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა, იმდენად, რომ უკვე ტურნირების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, სპრტის ამ სახეობაზე წიგნებიც იწერებოდა და 1902 წელს სპორტის ამ სახეობაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი ჩატარდა.

1921 წელს, დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, 1926 წელს კი - მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. მაგიდის ჩოგბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა (1926). 1933 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა,რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთი ეწოდება.

მა ლონგი - მსოფლიოს ნომერ პირველი მაგიდის ჩოგანი

1930-იან წლებში, ედგარ სნოუ თავის წიგნში, ,,წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე"- შენიშნავდა, რომ კომუნისტური ძალებს ჩინეთის სამოქალაქო ომში (1927-1936) ინგლისური თამაშის, მაგიდის ჩოგბურთისადმი, ჰქონდათ ვნება. მეორეს მხრივ, თამაშის პოპულარობა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემცირდა, ნაწილობრივ პერიოდიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი - იმ თეორიის გამო, თითქოს თამაში ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

1950-იან წლებში, ჩოგნებმა, რომლებიც რეზინის ფურცლებისა და მათ ქვეშ მოქცეული რბილი ფენის ნაზავს წარმოადგენდნენ, თამაში მკვეთრად შეცვალეს - უფრო მეტი ბრუნვის სიშირე და სიჩქარე შემოიღეს. ამის შემოღება დაკავშირებულია სპორტული საქონლის მეწარმის, ს. ჰენკოკის სახელთან. სწრაფი წებოს გამოყენებამ კი, ბრუნვა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა, რისი შედეგიც აღჭურვილობაში აისახა. მაგიდის ჩოგბურთი 1988 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.

წესების ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის რამდენიმე წესი შეცვალა, რაც თამაშის სატელევიზიო სპორტის სახეობის ეფექტურობისთვის იყო გამიზნული. პირველ რიგში, 2000 წლის ოქტომბერში, ძველი, 38 მილიმეტრიანი ბურთები ოფიციალურად შეიცვალა 40 მილიმეტრიანი ბურთებით. ამან ბურთის ჰაერის წინააღმდეგობა გაზარდა და თამაში ეფექტურად შეანელა. ამ დროისათვის მოთამაშეები თავიანთი ჩოგნების დამფარავი რეზინის სისქეს ზრდიდნენ, რაც თამაშსზედმეტად სწრაფს ხდიდა და სატელევიო სანახაობისთვის არ გამოდგებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2001წლის სექტემბერში, საერთაშორისო ფედერაციამ 21ქულიანი თვლის სისტემა, 11 ქულიან სისტემით შეცვალა (მოწოდების რაოდენობა კი ხუთიდან ორამდე შემცირდა). ცვლილებები თამაშის უფრო უკეთესი და საინტერესო სახის შექმნას ისახავდა მიზნად. 2002 წელს, აიტიტიეფმა აკრძალა მოწოდების დროს ბურთის დაფარვაც, რამაც ერთი მოწოდების თამაშის ხანგრძლივობა გაზარდა და მომწოდებლის უპირატესობა შეამცირა. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ბურთის მიმართულების განსაზღვრა შეძლოს,მომწოდებელმა ბურთი ჰაერში მინიმუმ 16 სანტიმეტრით უდა აისროლოს.

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიდის ჩოგბურთის 40 მმ დიამეტრიანი ბურთები

საერთაშორისო წესების თანახმად, მაგიდის ჩოგბურთის თამაშისას 2,7 გრამის, 40 მილიმეტრი დიამეტრის მქონე სფეროს ფორმის ბურთებს იყენებენ. წესებით განსაზღვრულია,რომ 30,5 სანტიმეტრის სიმაღლიდან სტანდარტულ ფოლადის კონსტრუქციაზე დაცემისას, რომლის ელასტიურობის კოეფიციენტიც 0.89- 0.92-ია, ჰაერში 24-26 სმსიმაღლეზე უნდა ავარდეს. ბურთი მზადდებაპლასტიკური ცელულოიდისაგან, გლუვია და თეთრი ან ნარინჯისფერია. ბურთების ფერების არჩევანიდამოკიდებულია მაგიდის ფერსა და მის ზედაპირზე. მაგ: თეთრი ბურთის დანახვა უფრო ადვილია მწვანე ან ლურჯ მაგიდაზე, ვიდრე ნაცრისფერზე. მწარმოებლებლები ბურთის ხარისხზე ხშირად ვარსკვლავების ნიშნებით მიუთითებენ, ჩვეულებრივ - ერთიდან სამამდე (სამი ვარსკვლავი უმაღლესი ხარისხის ნიშანია). რადგანაც ბურთის ხარისხის განმსაზღვრელი სისტემა მწარმოებლებს შორის ერთგვაროვანი არაა, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სპეციალურად ამტკიცებს ბურთებს ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოსაყენებლად (დამტკიცების ნიშანი ბურთზეა ზედაპირზეა მოცემული).

40 მილიმეტრის დიამეტრის მქონე ბურთები 2000 წლის ზაფხულისოლიმპიური თამაშების შემდეგ შემოიღეს. თუმცა, ამან დაპირისპირებაც წარმოქმნა: ჩინეთის ეროვნული გუნდი დაობდა, რომ ეს უბრალოდ არაჩინური წარმომავლობის მოთამაშეებს გამარჯვების კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევდა, რადგანაც ახალი სახის ბურთებს უფრო ნაკლები სიჩქარე ჰქონდათ (40 მილიმეტრი დიამეტრის მქონე ბურთებით თამაში უფრო ნელი ტემპისაა და ნაკლებადაც ბრუნავენ, ვიდრე 38 მილიმეტრიანი ბურთები, ახალი ტიპის ბურთების შემოღების პერიოდში კი ჩინელი მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეების უმრავლესობა სწრაფი შეტევებითა და სმაშით თამაშობდა). ჩინეთმა 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხივე ოქროს მედალი და სამი ვერცხლი მოიგო და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობაში პირველობას არავის უთმობს.

მაგიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწოდება და მოგერიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Let[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჭილი მოწოდება და დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყვილური თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჩქარების სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენჰოლდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიკჰენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიიმილერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დგომის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეტევის ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქაუნთერ-ჰითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაცვის ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიალის ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკუტრიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინატრიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორმაგი ტრიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯიბრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილიეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამუნა ჭაღალიძე - ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი
დიმიტრი ოვიტჩაროვი 2016 წლის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე
ვლადიმირ სამსონოვი

ცნობილი მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მაგისი ჩობგურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური დიდების დარბაზის მუზეუმი.[1] დიდ შლემს იღებს ის მოთამაშე რომელიც მოიგებს: ოლიმპიურ თამაშებს, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატსა და თასს.[2] შვედი იან-უვე ვალდნერი არის პირველი მამაკაცი რომელმაც 1992 წელს მოიპოვა ეს ტიტული, ხოლო ჩინელი დენ იაპინი პირველი ქალი რომელმაც დიდი შლემი 1996 წელს მოიპოვა.

+(პერსონი მონაწილეობდა ყველა ოლიმპიურ გათამაშებაში 1988-წლიდან)

სახელი (სქესი) ეროვნება მოგების თარიღი სურათი
ოლიმპიადა მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიო თასი
დენ იაპინი (F)[3] ჩინეთის დროშა ჩინეთი 2 (1992, 96) 3 (1991, 95, 97) 1 (1996)
იან-უვე ვალდნერი (M)[4] შვედეთის დროშა შვედეთი 1 (1992) 2 (1989, 97) 1 (1990)
ლიუ გიოლიანი (M)[5] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (1996) 1 (1999) 1 (1996)
კუნ ლინხუი (M)[6] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2000) 1 (1995) 1 (1995)
უან ნანი (F)[7] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2000) 3 (1999, 2001, 03) 4 (1997, 98, 2003, 07)
იორგენ პერსონი (M)[8]
შვედეთის დროშა შვედეთი 1 (1991) 1 (1991)
ჩჟან ინინი (F)[9] ჩინეთის დროშა ჩინეთი 2 (2004, 08) 2 (2005, 09) 4 (2001, 02, 04, 05)
Zhang Yining.jpg
ჩჟან ძიკე (M)[10] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2012) 2 (2011, 13) 2 (2011, 14)
Zhang jike.jpg
ლი ხიაოხიე (F)[11] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2012) 1 (2013) 1 (2008)
Mondial Ping - Women's Singles - Final - Li Xiaoxia.jpg
დინ ნინი (F)[12] ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2016) 2 (2011, 2015) 2 (2011, 2014)
11019033 1585536681688109 3416226512841407456 o.jpg
მა ლონგი (M) ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 (2016) 1 (2015) 2 (2012, 2015)
Ma long. 2016..jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ITTF Hall of Fame (PDF). ITTF Museum. ITTF. წაკითხვის თარიღი: 28 July 2010.
  2. Cao Jianjie. (13 December 2003) Liu Guoliang needs to prove he is good as coach. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  3. Deng Yaping's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  4. Jan-Ove Waldner's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  5. Liu Guoliang's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  6. Kong Linghui's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  7. Wang Nan's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  8. Jorgen Persson's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  9. Zhang Yining's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  10. Zhang Jike's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  11. Li Xiaoxia's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  12. Ding Ning's results of tournaments. ITTF. წაკითხვის თარიღი: 11 August 2016.