მშვილდოსნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მშვილდოსნობა — ძველთაგანვე მეტად პოპულარული იყო როგორც სამხედრო ხელოვნება და ნადირობის საშუალება. მშვილდოსნობამ როგორც სპორტის თანამედროვე სახეობამ. თბილისში ფეხი მოიკიდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან

დაიწყო სსრკ ჩემპიონატები, ცოტა მოგვიანებით მშვილდოსნობა სსრკ ხალხთა სპარტაკიადების პროგრამაშიც შეიტანეს. თბილისში ჩამოყალიბდა და მშვილდოსნობის სექცია და გუნდები. თბილისელთაგან პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველოს ფისკულტური ინსტიტუტის სტუდენტმა ლუბა ასატუროვამ, რომელმაც 1971 სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე I ადგილი დაიკავა და იმავე წელს დაეუფლა სსრკ თასს. 1970–1980-იან წლებში საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ქალაქ ლოსაბერი ერლობის ძემ.1970-იან წლებში პოპულარული იყო თბილისის მშვილდოსანთა საერთაშორისო ტურნირი ,,გაზაფხულის ისრები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]