ჭადრაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭადრაკი
ფიგურები

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).

Chess zhor 26.png
Chess zver 26.png
Chess rdl44.png Chess ndd44.png Chess bdl44.png Chess qdd44.png Chess kdl44.png Chess bdd44.png Chess ndl44.png Chess rdd44.png
Chess pdd44.png Chess pdl44.png Chess pdd44.png Chess pdl44.png Chess pdd44.png Chess pdl44.png Chess pdd44.png Chess pdl44.png
Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png
Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png
Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png
Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png Chess d44.png Chess l44.png
Chess pll44.png Chess pld44.png Chess pll44.png Chess pld44.png Chess pll44.png Chess pld44.png Chess pll44.png Chess pld44.png
Chess rld44.png Chess nll44.png Chess bld44.png Chess qll44.png Chess kld44.png Chess bll44.png Chess nld44.png Chess rll44.png
Chess zver 26.png
Chess zhor 26.png
განლაგება თამაშის დაწყებამდე: პირველი ხაზი: ეტლი, მხედარი, კუ, დედოფალი, მეფე, კუ, მხედარი და ეტლი; მეორე ხაზი: პაიკები.
ჭადრაკის ყველა ფიგურა: (მარცხნიდან მარჯვნივ) პაიკი, ეტლი, მხედარი, კუ, ლაზიერი, მეფე

ფიგურების სვლები[რედაქტირება]

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.

ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.

ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

მეფე[რედაქტირება]

ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

ლაზიერი[რედაქტირება]

ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.

ეტლი[რედაქტირება]

სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.

კუ[რედაქტირება]

მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.

მხედარი[რედაქტირება]

მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი[რედაქტირება]

პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

საჭადრაკო ფიგურების სახელები[რედაქტირება]

ენა მეფე ლაზიერი ეტლი კუ მხედარი პაიკი ჭადრაკი ქიში შამათი
იუნიკოდი ♔ ♚ ♕ ♛ ♖ ♜ ♗ ♝ ♘ ♞ ♙ ♟ ... + #
ალბანური M Mbreti Msh Mbretëresha (queen) Ku Kulla (tower) O Oficeri (officer) Ka Kali (horse) (U) Ushtari (soldier) Shahu Shah Shah mat
არაბული م مَلِك
malik : king
و وزير
wazïr : vizier
ر رخ/طابية
rukhkh / ṭābiya : bishop
ف فيل
fīl : elephant
ح حصان
ħiṣān : horse
ب بيدق/عسكري
baidaq : pawn / `askarī : soldier
شطرنج
shaṭranj
كِش مَلِك
kish malik
كِش مات
kish māt
აფრიკაანსი K Koning D Dame (lady) T Toring (tower) L Loper (runner) R Ruiter (rider) (P) Pion Skaak Skaak Skaakmat
ბელარუსული К кароль Вз візыр Лд ладзьдзя А афіцэр В вершнік (Л) латнік Шахматы Шах Мат
ბერძნული Ρ βασιλιάς Β βασίλισσα Π πύργος Α αξιωματικός Ι ίππος (Σ) πιόνι Σκάκι Σαχ Mάτ
ბულგარული Ц цар (king) Д дама (lady) Т топ (cannon) О офицер (officer) К кон (horse) (П) пешка Шахмат/Шах Шах (Шах и) мат
გერმანული K König (king) D Dame (lady) T Turm (tower) L Läufer (runner) S Springer/Pferd (jumper/horse) (B) Bauer (peasant) Schach Schach Schachmatt
დანიური K konge (king) D dronning (queen) T tårn (tower) L løber (runner) S springer (jumper) (B) bonde (peasant) Skak Skak Skakmat
ებრაული מ מלך מה מלכה צ צריח ר רץ פ פרש רגלי שחמט שח מט
ესპანური R rey (king) D dama/reina (lady/queen) T torre (tower) A alfil (elephant, in Arabic) C caballo (horse) (P) peón Ajedrez Jaque Jaque mate
ესპერანტო R reĝo (king) D damo (lady) T turo (tower) K kuriero (courier) Ĉ ĉevalo (horse) (P) peono Ŝako Ŝak Ŝakmato
ესტონური K kuningas (king) L lipp V vanker O oda R ratsu (E) ettur Male Tuli Matt
ვიეტნამური V Vua H Hậu X Xe T Tượng M _ Tốt Cờ vua Chiếu Chiếu bí
ვალიური T teyrn/brenin B brenhines C castell E esgob M marchog (G) gwerinwr Gwyddbwyll Siach Siachmat
თურქული Ş/K şah/kral V vezir K kale F fil A at (P) er/piyon Satranç Şah Mat
ინგლისური K king Q queen R rook B bishop N/Kt knight (P) pawn Chess Check Checkmate
ისლანდიური K kóngur (king) D drottning (queen) H hrókur B biskup (bishop) R riddari (knight) (P) peð Skák Skák Skák og mát
ინდონეზიური R raja (king) M menteri (minister/vizier) B benteng (castle/fortress) G gajah (elephant) K kuda (horse) (P) pion Catur Skak Skak mati
ირლანდიური R rí (king) B banríon (womanking?) C caiseal (bulwark) E easpag (lock) D ridire (knight) (F) fichillín/ceithearnach Ficheall Sáinn Marbhsháinn
იტალიური R re (king) D donna (lady) T torre (tower) A alfiere C cavallo (horse) (P) pedone Scacchi Scacco Scacco matto
იაპონური K キング (kingu) Q クイーン (kuīn) R ルーク (rūku) B ビショップ (bishoppu) N ナイト (naito) (P) ポーン (pōn) チェス (chesu) 王手/
チェック (chekku)
詰み/
チェックメイト (chekkumeito)
კატალანი R rei D dama/reina (lady/queen) T torre (tower) A alfil C cavall (horse) (P) peó Escacs Escac/Xec Escac i mat
კორეული K 킹 (king) Q 퀸 (kwin) R 룩 (rug) B 비숍 (bi syob) N 나이트 (na i teu) (P) 폰 (pon) 체스 (ce seu) 체크 (ce keu) 체크메이트 (ce keu me i teu)
ლათინური R rex G regina T turris E episcopus Q eques (P) pedes Scacci Scaccus Mattus
ლატვიური K karalis D dāma T tornis L laidnis Z zirgs (B) bandinieks Šahs Šahs Šahs un mats
ლიტვური K karalius V valdovė B bokštas R rikis Ž žirgas (P) pėstininkas Šachmatai Šach Matas
ლუქსემბურგული K kinnek D damm T tuerm (tower) L leefer (runner) P päerd (horse) (B) bauer (farmer) Schach Schach Schachmatt
მონღოლური ენა Н ноён (lord) Б бэрс (ferz) т тэрэг (chariot) Т тэмээ (camel) М морь (rider) (Х) хүү (paige) Шатар шаг, дуг, цод мад
ნიდერლანდური K koning (king) D dame/koningin (lady/queen) T toren/kasteel (tower/castle) L loper/raadsheer (runner/counsellor) P paard (horse) (pi) pion Schaken Schaak Mat/Schaakmat
ნორვეგიული ენა K konge D dronning T tårn L løper S springer (B) bonde Sjakk Sjakk Sjakkmatt
პოლონური K król H hetman W wieża G goniec S skoczek (P) pion szachy szach mat (szach-mat / szach i mat)
პორტუგალიური R rei (king) D dama/rainha (lady/queen) T torre (tower) B bispo (bishop) C cavalo (horse) (P) peão Xadrez Xeque Xeque-mate
რუმინული R rege D regină T turn N nebun C cal (P) pion Şah Şah Mat
რუსული Кр король Ф ферзь Л ладья С слон К конь (П) пешка Шахматы Шах Мат
სერბული К краљ / kralj Д дама / dama Т топ / top Л ловац / lovac С скакач / skakač (П) пешак / pešak Шах / Šah Шах / Šah Мат / Mat
სიცილიური R re D riggina T turru A alferu S scecchu (P) pidinu Scacchi
სლოვაკური K kráľ D dáma V veža S strelec J jazdec (P) pešiak Šach Šach Mat/Šachmat
სლოვენური K kralj D dama T trdnjava L lovec S skakač (P) kmet Šah Šah Mat/Šahmat
სომხური Ա
Արքա
A : Arka
Թ
Թագուհի
T : T'agowhi
Ն
Նավակ
N : Navak
Փ
Փիղ
P : P'igh
Ձ
Ձի
Dz : Dzi
Զ
Զինվոր
Z : Zinvor
Շախմատ(Ճատրակ)
Shaxmat (Chatrak)
Շախ
Shax
Մատ
Mat
სპარსული ش شاه و وزیر ق/ر قلعه/رخ ف فیل ا اسب س سرباز شطرنج کیش کیش‌مات
ტამილური K அரசன்
aracaṉ
Q அரசி
araci
R கோட்டை
kōṭṭai
B அமைச்சர் / மந்திரி
amaiccar / mantiri
N/Kt குதிரை
kutirai
(P) காலாள் / சிப்பாய்
kālāḷ / cippāy
சதுரங்கம்
caturankam
முற்றுகை
muṟṟukai
இறுதி முற்றுகை
iṟuti muṟṟukai
ტელუგუ రాజు
rāju
మంత్రి
maṃtri
ఏనుగు
ēnugu
శకటు
śakaţu
గుర్రం
gurraṃ
బంటు
baṃţu
చదరంగం
cadaraṃgaṃ
దాడి
dāḍi
కట్టు
kaţţu
ტაი ขุน
(khun, king)
เม็ด (ตรี/มนตรี)
(met (trī/montrī), counselor)
เรือ
(reūa, ship)
โคน
(khōn, elephant)
ม้า
(, horse)
(บ) เบี้ย
(bīa, menial)
หมากรุก
(mākruk)
รุก
(ruk, invade)
จน
(jon, checkmate)
უკრაინული король Ф ферзь T тура C слон K кінь (П) пішак Шахи Шах Мат
უნგრული K király (king) V vezér (chief) B bástya (bastion) F futó (runner) H huszár (hussar) (Gy) gyalog (ca. foot soldier) Sakk Sakk Matt
ურდუ بادشاہ
bādshāh
وزیر
vazīr
رخ
rukh
فيلہ
fiyalah
گھوڑا
ghōṛā
پیادہ
pyādah
شطرنج
šaṭranj
شہ
sheh
شہمات
shehmāt
ფინური K kuningas (king) D daami/kuningatar (lady/queen) T torni (tower) L lähetti (messenger) R ratsu (horse) (S) sotilas (soldier) Shakki Shakki Matti/Shakkimatti
ფრანგული R roi (king) D dame (lady) T tour (tower) F fou (jester) C cavalier (rider) (P) pion Échecs Échec Échec et mat
ქართული
მეფე

ლაზიერი

ეტლი

კუ

მხედარი

პაიკი
ჭადრაკი ქიში შამათი
შვედური K kung D dam/drottning (lady/queen) T torn (tower) L löpare (runner) S springare/häst (horse) (B) bonde (peasant) Schack Schack Schack matt
ჩინური K
(Wáng, king)
Q
(Hòu, queen)
R
(, chariot)
B
(Xiàng, elephant)
N
(, horse)
(P)
(Bīng, soldier)
國際象棋
(Guójì Xiàngqí)
將軍
(Jiāngjūn, general)
將死
(Jiāngsǐ, checkmate)
ჩეხური K král (king) D dáma (lady) V věž (tower) S střelec (shooter) J jezdec (rider) (P) pěšec (foot soldier) Šachy Šach Mat
ხორვატული K kralj D dama/kraljica T top/kula L lovac/laufer S skakač/konj (P) pješak Šah Šah Šah mat
ჰინდი R राजा
rājā
V वज़ीर
vajīr
H हाथी
hāthī
O ऊँठ
ūṁṭ
G घोड़ा
ghoṛā
(P) प्यादा
pyādā
शतरंज
შატრანჯი
शाह
shāh
शाहमात
shāhmāt

ისტორია[რედაქტირება]

ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:

ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათნადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ,,სიმღერა როლანდზე’’, ,,ტრისტან და იზოლდა’’, ,,რომანი ვარდზე’’ და სხვა.

1283 წელს კასტილიისა და ლეონის მეფის, ალფონს X ბრძენის ბრძნებით სევილიაში დამზადდა უხვად ილუსტრირებული მანუსკრიპტი სახეწოდებით ,,თამაშთა წიგნი’’. აქ მოყვანილია ჭადრაკის სხვადასხვა ვარიაციები და 103 ამოცანა შამათის ჩასმაზე სვლათა გარკვეულ რაოდენობაში (ეს იყო პირველი წიგნი საჭადრაკო კომპოზიციის შესახებ).

პოპულარობასთან ერთად ჭადრაკმა ევროპაში ტრანსფორმაციაც განიცადა. იცვლებოდა თამაშის წესები, რითც იგი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა თანამედროვე ჭადრაკს. გამოჩნდნენ მოჭადრაკეები რომლებიც მუშობდნენ თეორიაზე და თავიანთ იდეებს დებდნენ საჭადრაკო პარტიებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ფონზე იტალია. იტალიელი მოჭადრაკის ჯ.გრეკოს საჭადრაკო სახელმძღვანელო თითქმის 100 წელი ითვლებოდა საუკეთესოდ.

XVIII საუკუნეში ევროპის საჭადრაკო ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა. 1749 წელს პარიზში გამოვიდა ფ.სტამის წიგნი სადაც პირველადაა გამოყენებული ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია, რომელმაც XIX საუკუნეში მიიღო თანამედროვე სახე. XIX საუკუნეში ძლიერი საჭადრაკო სკოლა ჩამოყალიბდა ინგლისში, გერმანიაში, ავსტრო-უნგრეთში და პოლონეთში. ჭადრაკი მალე ამერიკაშიც გავრცელდა.

იმის გამო რომ იმდროინდელი მოჭადრაკეები ბევრს მუშაობდნენ საკუთარ საჭადრაკო იდეებზე და ეს იდეები პრაქტიკულ ხორცშესხმას მოითხოვდა, ჭადრაკი სულ უფრო და უფრო ღებულობდა სპორტულ სახეს. მწიფდებოდა აზრი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის ოფიციალურად გამოვლენის შესახებ, თუმცა მანამდეც უძლიერესად მიჩნეული მოჭადრაკეები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ იდეასაც ხორცი შეესხა და 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც მოევლინა - ვილჰელმ სტეინიცი.

ჭადრაკი საქართველოში[რედაქტირება]

ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა’’ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღაწემ გიორგი ათომელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველის კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.

სამწუხაროდ XIX საუკუნემდე არ არის შემორჩენილი ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ, თუმცა ასეთები რომ იყვნენ ისიც ადასტურებს რომ ნაპოვნია XII, XV და XVII საუკუნეების ქართული ჭადრაკის კომპლექტები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჭადრაკზე მეტი ცნობებია; „შახმატნი ლისტოკის“ (1878 #1) იტყობინებოდა: „შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინებში“. იგივე ნომერი იუწყებოდა რომ მოეწყო მატჩი თბილისელ ა.სმიტენსა და მოსკოველ ოსტატ ა.სოლოვცოვს შორის. იგივე ჟურნალი (1978 #5-6) იუწყება რომ თბილისში გაიმართა მატჩი ა.სმიტენსა და ა.დადაიანს შორის, რომელიც დადიანის გამარჯვებით დასრულებულა. ამის შემდეგ დადიანს სოლოვცევისთვისაც მოუგია მატჩი.

საერთოდ ანდრია დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც გავიდა საერთაშორისო სარბიელზე. იგი საკმაოდ ცნობილი მოჭადრაკე იყო. ამავე დროს თანამშრომლობდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთებთან. 1892 წელს ინგლისურმა საჭდრაკო ჟურნალმა „ჩესს მანსლმა“ (#6-7) თითქმის მთელი ნომერი დადიანის პიროვნებას და მის შემოქმედებას მიუძღვნა. ჭადრაკთან მეგობრობდნენ ცნობილია ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები. ილიას ,,ივერია’’ ხშირად წერდა ჭადრაკზე, ხოლო ჩიგორინ-ტარაშის მატჩის შემაჯამებელი სტატია თავად ილიამ დაწერა.

ცნობილია იმდროინდელი ძლიერი მოჭადრაკეების სახელებიც. ესენი იყვნენ ხარლამპე სირბილაძე, ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა, მამია გურიელი, ვარადებულ ჩიქოვანი, გიორგი ბებურიშვილი და სხვა.

XX საუკუნის 20-ანი წლებიდან ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა. გახშირდა ტურნირები, მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი ოსტატები. თბილისში სახცოვრებლად გადმოვიდნენ ცნობილი მოჭადრაკეები ანდრეი სმოროდინსკი, ვიქტორ გოგლიძე, ნიკოლოზ სოროკინი.

1922 წელს გაიმართა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი. 1923 წელს კი გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო მასობრივი ტურნირი, რომელშიც 600 კაცი მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე. 1928 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკების პირველი ჩემპიონატიც. 1930 წელს თბილისში გაიმართა მატჩი ვიქტორ გოგლიძისა და მოსკოველ ოსტატ, ვლადიმერ ნენაროკოვის მატჩი. გოგლიძემ ეს მატჩი მოიგო (7-4) და პირველს ქართველთგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.

ვაჟებს არც ქალები ჩამორჩნენ. 1927 წელს გაიმართა თბილისის პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1935 წელს თბილისმა უკვე საქართველოს პირველ ჩემპიონტს უმასპინძლა. 50-ანი წლების დასაწყისში თბილისში გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულმა ამ ჭადრაკის სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე.

უკვე 1956 წელს ალაპარაკდნენ პატარა ზუგდიდელ გოგონაზე, ნონა გაფრინდაშვილზე. სულ რაღაც ექვს წელიწადში კი ნონამ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაიდგა თავზე.

ნონას გზას ბევრი მიყვა. ნანა ალესანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი ცოტა ხანში დაუძეველ მეტოქეებად იქცნენ უცხოელი თუ საბჭოთა მოჭადრაკეებისათვის. წარმატებები გაგრძელდა დამოუკიდებლობის ხანაშიც. მოვიდა ახალი ნიჭიერი თობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიდის ოთხჯერ მოგება.

ქალებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც სათანადო სიმაღლეზე იდგნენ ვაჟებიც. პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე, რომან ჯინჯიხაშვილი (რომელიც შემდგომ აშშ-ს ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადაზე ამ გუნდის ნაკრებს ედგა სათვეში), თამაზ გიორგაძე, ელიზბარ უბილავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე და ახალი თაობის მოჭადრაკეები, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ ნებისმიერი დონის საერთაშორისო ტურნირებში.

საქვეყნოდ ცნობილი არიან ჩვენი საჭადრაკო კომპოზიტორები: გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, დავით გურგენიძე და სხვები.

ჭადრაკის განვითრებას და პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ჭადრაკის პროპაგანდამ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. თბილისში გამოდიოდა საჭადრაკო გაზეთი „მერანი“. გამოდიოდა წიგნები ქართველ მოჭადრაკეებზე და მათ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ თამაზ გიორგაძე, რომლის კალამსაც ეკუთვნის მრავალი საინტერესო წიგნი ჭადრაკზე, დაწყებული „ჭადრაკის ანბანიდან“ დამთავრებული მსოფლიოს პირველობების მატჩებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]