შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2024)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2024)
აშშ-ის დროშა
2020 ←
5 ნოემბერი, 2024 (2024-11-05)
→ 2028

ამომრჩეველთა კოლეგიის სულ 538 საარჩევნო ხმა
მოსაგებად საჭიროა 270 საარჩევნო ხმა
 
ნომინანტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი
პარტია დემოკრატიული რესპუბლიკური
მშობლიური შტატი კალიფორნია ფლორიდა
მეწყვილე ტიმ უოლცი ჯეი დი ვენსი

პრეზიდენტი არჩევნებამდე

ჯო ბაიდენი
დემოკრატიული

არჩეული პრეზიდენტი

ჯერ უცნობია

2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რომელიც გაიმართება 2024 წლის 5 ნოემბერს. რესპუბლიკური პარტიიდან კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიის — ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია სენატორი ჯეი დი ვენსი[1], ხოლო დემოკრატების მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი[2]

მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა 2024 წლის 21 ივლისს კანდიდატობაზე უარი თქვა და მხარი ჰარისს დაუჭირა[3].