ნარვის ბრძოლა (1700)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნარვის ბრძოლა.
შვედების გამარჯვება ნარვასთან, გუსტავ ცედესტრომი -1910

ნარვის ბრძოლა — პირველი დიდი ბრძოლა პეტრე I-ის არმიასა და შვედეთის მეფე კარლ XII-ის არმიას შორის ჩრდილოეთის ომის დროს. გაიმართა 1700 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ნარვასთან. 1700 წლის 16 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ნარვასა და ივანგოროდს. 30 სექტემბრისთვის პეტრე I-მა ნარვასთან თავი მოუყარა თავის არმიას. ალყამ შედეგი არ გამოიღო. კარლ XII-მ პერნოვთან (პიარნუ) საკუთარი არმია გადმოსხა, ნარვისაკენ დაიძრა და 30 ნოემბერს მოულოდნელი დარტყმით რუსების ცენტრი გაარღვია. რუსეთის ცუდად გაწრთვნილმა პოლკებმა მდინარე ნარვის გადასასვლელებისაკენ დაიხიეს, ხოლო აზნაურთა ცხენოსანი ჯარი უწესრიგოდ გადაეშვა მდინარეში და ცურვით უშველა თავს. მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მხოლოდ პრეობრაჟენსკოესა და სემიონოვსკოეს პოლკებმა. იმის გამო, რომ რუსეთის ბანაკში არ იყო ერთიანი სარდლობა, ჩრდილოეთი და სამხრეთი ჯგუფები ერთმანეთისაგან იზოლირებულები აღმოჩნდნენ, რუსეთის არმიამ მტერს ორგანიზებული წინააღმდეგობა ვერ გუწია და რუსმა გენერლებმა ხელი მოაწერეს კაპიტულაციას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: