ნიურნბერგის პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიურნბერგის პროცესის მსჯავდებულები

ნიურნბერგის პროცესი (გერმ. Nürnberger Prozesse, ინგლ. Nuremberg trials, რუს. Нюрнбергский процесс, ფრანგ. Procès de Nuremberg) — II მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია). ეს ტრიბუნალი შეიქმნა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით ლონდონში, 1945 წლის 8 აგვისტოს. სამართალში მიცემული იყო ჰიტლერისეული გერმანიის 24 ხელმძღვანელი. ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოებაში. ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: სს, უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა. ნიურნბერგის პროცესის საერთაშორისო მნიშვნელობა ისაა, რომ მან მთელ მსოფლიოს ამცნო გერმანული ნაციზმისა და მილიტარიზმის საზარელი ბოროტმოქმედება. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისათვის. 1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის განაჩენში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flag of the NSDAP (1920–1945).svg ნაციონალ-სოციალიზმი Reichsadler der Deutsches Reich (1933–1945).svg
ძირითადი ცნებები

დიქტატურა Führerprinzip მემარჯვენე იდეოლოგია შოვინიზმი რასობრივი პოლიტიკა მილიტარიზმი ანტი-დემოკრატიზმი

იდეოლოგია

სახალხო მოძრაობა „25 პუნქტი“ „ჩემი ბრძოლა“ არაადამიანები ნიურნბერგის რასობრივი კანონები გიუნტერის რასობრივი თეორია რასობრივი პოლიტიკა „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპული ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი

ორგანიზაციები

ნსდაპ Sturmabteilung შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო Werwolf გერმანელ გოგონათა კავშირი Deutsches Jungvolk გოგონათა კავშირი საზამთრო დახმარება გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე განათლება მესამე რაიხში ნაციონალ-სოციალისტური: მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ნეონაციზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი ანტიკომუნიზმი ნაცისტური ოკულტიზმი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]