ედმონტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედმონტონის ერთ-ერთი კუთხე

ედმონტონი (Edmonton) – ქალაქი კანადაში, მდინარე სასკაჩევანის ნაპირზე. ალბერტას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 730.372 მცხოვრები (2006 წ). დასავლეთ კანადის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო, კულტურული ცენტრი. ქალაქი მილსადენებით უკავშირდება ახლოს მდებარე ნავთობის საბადოებს. ედმონტონი ქიმიის, ნავთობქიმიის, სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამუშავების დიდი ცენტრი და საერთაშორისო აეროპორტია. ქალაქში არის უნივერსიტეტი.