Hail to the Thief

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hail to the Thief
სტუდიური ალბომი - Radiohead
გამოცემის თარიღი 9 ივნისი, 2003
ჩაწერის თარიღი 2002 – 2003
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 56:35
ლეიბლი Parlophone, Capitol
პროდიუსერი Radiohead, ნაიჯელ გოდრიჩი
Radiohead - ქრონოლოგია
Amnesiac
(2001)
Hail to the Thief
(2003)
In Rainbows
(2007)
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic (85/100)
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4/5 stars
Alternative Press 5/5 stars[1]
Drowned in Sound 10/10 stars[2]
Entertainment Weekly A-[3]
The Guardian 3/5
NME 7/10
Pitchfork Media 9.3/10
PopMatters 9/10[4]
რობერტ კრისტგოუ (1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)[5]
Rolling Stone 4/5 stars[6]
Spin 9/10
Stylus Magazine B+[7]

Hail to the Thief — ჯგუფ Radiohead-ის ალბომი, რომელიც 2003 წლის 9 ივნისს გამოვიდა პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩის ხელმძღვანელობით.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Radiohead.

Amnesiac-ს ტურის დასრულების შემდეგ Radiohead-მა გასტროლები ესპანეთსა და პორტუგალიაში განაგრძო, რითაც ჯგუფის წევრებმა შესაძლებლობა გამოიყენეს ახალი სიმღერები წარედგინათ საკუთარი მსმენელის წინაშე. შედეგად, ლოს-ანჟელესის სტუდიაში მალევე ჩაწერეს ახალი ალბომი, რომელსაც ოქსფორდში ჩაწერილი სიმღერებიც მიამატეს. სტუდიურმა მუშაობამ და სასურველი ჟღერდაობის მისაღწევად გაღებულმა ძალისხმევამ გადაღალა Radiohead. ამჯერად მრავალფეროვნებისთვის კონცერტებსა და ტურებზე გადაერთო ჯგუფი, სადაც შესატყვისი გარემო იყო შექმნილი ახალი ალბომის ელეტრონული, სტერეო ხმების გადმოსაცემად. რიგით მეექვსე ალბომი Hail to the Thief (2003 წლის ივნისი) ყველა იმ ასპექტს მოიცავს რაც Radiohead-ის ადრეულ ნამუშევრებში იქნა წარმოდგენილი – გიტარის, ელექტრონიკისა და თემატური ტექსტების ერთობლიობა საინტერესო ილუზიურ განწყობას ქმნის. ლირიკის მხრივ ყველაზე საინტერესოა ალბომის პირველი ტრეკი “2+2=5” . მისი შექმნის ისტორია ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) ნაწარმოებს “Nineteen Eighty-Four” უკავშირდება. რომანის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალაქში, სადაც ხელისუფლების გავლენით ხალხის აზროვნება რადიკალურად იცვლება – ისინი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული აზრებით იწყებენ ცხოვრებას. გმირიც კარგავს თავის ინდივიდუალიზმს, ჩაერთვება ამ დიდ სიყალბეში და აღიარებს, რომ 2+2=5. იორკს ამ წიგნმა უბიძგა სიმღერის დაწერისკენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი არსებული სიყალბისა და დემაგოგიის მოყვარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ ალბომს საკმაოდ პოზიტიური შეფასება მისცეს, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს მიღწეულის შენარჩუნებას უფრო გავს ვიდრე იმ “ჟანრობრივ ცვლილებას” რომელიც მათი მესამე ალბომიდან დიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Radiohead-ისთვის მეოთხედ მოეპოვებინა #1 ადგილი ბრიტანეთში. კომერციული მოგების მხრივ, საშუალო წარმატება მოიპოვა აშშ-ში, სადაც ალბომის გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში საოცარი ტემპით იზრდებოდა გაყიდვების რაოდენობა, შემდეგ კი დაეცა. მთავარი სინგლი There There #4 გახდა ბრიტანულ ჩარტში ხოლო შემდგომი სინგლები “Go to Sleep” და “2+2=5” შესაბამისად #12 და #15 ადგილებზე განთავსდნენ. Hail to the Thief ნომინირებული იყო გრემიზე როგორც “საუკეთესო ალტერნატიული ალბომი” (უკვე მეხუთედ ჯგუფის ისტორიაში). პროდიუსერმა ნაიჯელ გოდრიჩმა კი მიიღო გრემი “ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის”.

მართალია სახელწოდება Hail to the Thief მიჩნეული იყო, როგორც 2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიმართულ პროტესტად (კონკრეტულად კი იმ “ქურდის” მიმართ ვინც არჩევნები “მოიპარა”), მაგრამ იორკმა ეს ყოველივე უარყო. მისი თქმით მასზე 2001-2002 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა ჰპოვეს და სათაურიც აქედან დაიბადა. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ლოს-ანჟელესის ხედი ლონდონის, გროზნოსა და ბაღდადის ქუჩების რუკებით. Hail to the Thief-ის გამოშვების შემდეგ Radiohead-მა მორიგი საერთაშორისო ტურნე წამოიწყო, რომელიც 2003 წლის გლასტონბერის ფესტივალში მონაწილეობით დაიწყო და 2004 წლის კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლით დასრულდა. დროის მომდევნო მონაკვეთი ოქსფორდის სტუდიაში ჩაწერებით გაგრძელდა, მაგრამ მალევე შეფერხდა, რადგან ედ ო'ბრაიენი და კოლინ გრინვუდი შვილებს ელოდებოდნენ და საკუთარ ოჯახებთან ყოფნა ესაჭიროებოდათ. საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფის წევრებმა 2004 წლის დარჩენილი თვეები დასვენებასა და სოლო-პროექტებზე მუშაობას მიუძღვნეს. ამავე წლის დეკემბერში გამოუშვეს სატელევიზიო შოუ “The Most Gigantic Lying Mouth of All Time”.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერას აქვს მეორე სახელწოდება, რომელიც აღნიშნულია ალბომის ბუკლეტზე

ყველა სიმღერის ავტორი — Radiohead. 

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. 2 + 2 = 5 (The Lukewarm.)   3:19
2. Sit down. Stand up. (Snakes & Ladders.)   4:19
3. Sail to the Moon. (Brush the Cobwebs out of the Sky.)   4:18
4. Backdrifts. (Honeymoon is Over.)   5:22
5. Go to Sleep. (Little Man being Erased.)   3:21
6. Where I End and You Begin. (The Sky is Falling in.)   4:29
7. We suck Young Blood. (Your Time is up.)   4:56
8. The Gloaming. (Softly Open our Mouths in the Cold.)   3:32
9. There There. (The Boney King of Nowhere.)   5:23
10. I will. (No man's Land.)   1:59
11. A Punchup at a Wedding. (No no no no no no no no.)   4:57
12. Myxomatosis. (Judge, Jury & Executioner.)   3:52
13. Scatterbrain. (As Dead as Leaves.)   3:21
14. A Wolf at the Door. (It Girl. Rag Doll.)   3:21

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Jul 2003, p.120
  2. Andrew Future (7 June 2004). Hail to the Thief Review. წაკითხვის თარიღი: 10 June 2012.
  3. Rob Brunner (6 June 2003). Hail to the Thief Review. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 23 February 2012.
  4. Hreha, Scott (20 June 2003). Radiohead: Hail to the Thief. http://www.popmatters.com.
  5. რობერტ კრისტგოუ. CG: Radiohead. რობერტ კრისტგოუ website. წაკითხვის თარიღი: 17 February 2012.
  6. Toure (3 June 2003). Hail to the Thief. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 23 May 2012.
  7. Nick Southall (1 September 2003). Radiohead - Hail to the Thief - Review. Stylus Magazine. წაკითხვის თარიღი: 17 February 2012.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hail_to_the_Thief&oldid=2697221“-დან