Amnesiac

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amnesiac
სტუდიური ალბომი - Radiohead
გამოცემის თარიღი 5 ივნისი, 2001
ჩაწერის თარიღი იანვარი 1999 – 2000 წლის ბოლომდე
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 43:55
ლეიბლი Parlophone, Capitol
პროდიუსერი Radiohead, ნაიჯელ გოდრიჩი
Radiohead - ქრონოლოგია
Kid A
(2000)
Amnesiac
(2001)
I Might Be Wrong: Live Recordings
(2001)
სინგლები ალბომიდან Amnesiac
  1. I Might Be Wrong
    გამოვიდა: 2001
  2. Pyramid Song
    გამოვიდა: 16 მაისი, 2001
  3. Knives Out
    გამოვიდა: 6 აგვისტო, 2001
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 75/100 [1]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 3.5/5 stars[2]
რობერტ კრისტგოუ (3 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(4 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(4 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)[3]
Entertainment Weekly C+[4]
The Guardian 4/5 stars[5]
NME 8/10
Pitchfork Media 9.0/10[6]
Rolling Stone 3.5/5 stars [7]
Slant Magazine 3.5/5 stars[8]
Sputnikmusic 5/5 stars[9]
Spin 7/10[10]

Amnesiacინგლისური როკ ჯგუფ Radiohead-ის ალბომი, რომელიც 2001 წლის 5 ივნისს გამოვიდა. იგი ჩაიწერა პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩის ხელმძღვანელობით.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Radiohead.

ჩრდ. ამერიკაში მოწყობილი ტურების დროს Radiohead ალბომის Kid A გარდა ასრულებდა იმ სიმღერებს რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც Kid A-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — 2001 წლის ივნისში გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული “Morning Bell” რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი )მისი სტილი მაინც განსხვავებულია – აქ ვანგარდულ ელექტრონიკას და არტ-როკს უფრო მეტი ჯაზის ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე ფსიქოდელიურ ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ჯონი გრინვუდის XX საუკუნის კლასიკური მუსიკით, კერძოდ კი ოლივიე მესიეთი გატაცებამ, და თავად იორკის სიმპათიამ გლიჩის, ემბიენთ ემბიენთ ტექნოსა და აიდიემის მიმართ. თუმცა აქ უფრო აშკარაა თრიპ-ჰოპ ჯგუფის Massive Attack გავლენა.

თავად ტომ იორკმა ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: “მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ აგნოსტიკოსებს ადამიანის დაბადება – როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს გავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა .... მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას გავს როცა ძველიძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე, და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი”. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური “Amnesiac” -მის გარეკანზე კი ტომ იორკის ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა “ნოას და ჯემის” – ტომ იორკისა და ფილ სელუეის შვილებს, რომლებიც Kid A-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.

1997 წლის შემდეგ Radiohead-მა პირველად გამოუშვა სინგლი სახელწოდებით “Pyramid Song” რომელიც პიანინოზე შესრულებულ ბალადას წარმოადგენს. სინგლმა ბრიტანეთის საუეკეთესო ათეულში #5 პოზიცია დაიკავა, რასაც სულ მალე გიტარაზე შემქნილი “Knives Out” დაემატა. მართალია ალბომს ერთხაზოვნების დარღვევისა და უსაზღვრო მუსიკალური თავისუფლებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება, ისევე როგორც კომერციული მოგება. Amnesiac-ს გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტური წამოიწყო ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ასევე ამ პერიოდში გამართეს ზაფხულის მინი-ფესტივალი მშობლიურ ოქსფორდში, რაც პირველი აღმოჩნდა მიღწეული დიდების შემდეგ. კონცერტში მოწვეული იყვნენ ცნობილი ჯაზმენები, რომლებმაც Amnesiac-ს ბოლო ტრეკზე – “Life in a Glasshouse” – ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია შეასრულეს. ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალბომი “I Might Be Wrong: Live Recordings”, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს (ალბომებიდან Kid A და Amnesiac).

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — Radiohead

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Packt Like Sardines in a Crushd Tin Box   4:00
2. Pyramid Song   4:49
3. Pulk/Pull Revolving Doors ([note 1]) 4:07
4. You and Whose Army?   3:11
5. I Might Be Wrong   4:54
6. Knives Out   4:15
7. Morning Bell/Amnesiac   3:14
8. Dollars and Cents   4:52
9. Hunting Bears   2:01
10. Like Spinning Plates   3:57
11. Life in a Glasshouse   4:34
შენიშვნა
  1. სპეციალურ გამოცემაზე მითითებულია, როგორც Pull/Pulk Revolving Doors

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Amnesiac - Radiohead. metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 30 November 2011.
  2. Erlewine, Stephen Thomas. "Radiohead: Amnesiac > Review" საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 30 November 2011
  3. http://www.robertchristgau.com/get_album.php?id=10218
  4. Browne, David. (8 June 2001)Amnesiac Review. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 23 May 2012.
  5. Thomson, Graeme. “CD of the Week: Radiohead: Amnesiac Review“, The Guardian, GMG, 1 June 2001. წაკითხვის თარიღი: 4 October 2011. 
  6. Schreiber, Ryan. (4 June 2001)Radiohead: Amnesiac. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 8 September 2011.
  7. Pareles, Jon. (29 May 2001)Amnesiac. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 23 May 2012.
  8. Cinquemani, Sal (30 May 2001). „Music Review: 'Amnesiac' (2001)“. წაკითხვის თარიღი: 30 November 2011. 
  9. Radiohead: Amnesiac. Sputnikmusic (23 August 2011). წაკითხვის თარიღი: 30 November 2011.
  10. 7/01, pp.123-4
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amnesiac&oldid=2744538“-დან