The King of Limbs

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The King of Limbs
სტუდიური ალბომი - Radiohead
გამოცემის თარიღი 18 თებერვალი 2011(ჩამოტვირთვა)
ჩაწერის თარიღი 2009–2011
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 37:24
ლეიბლი გამოცემულია საკუთარი ხარჯებით
პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი
Radiohead - ქრონოლოგია
In Rainbows
(2007)
The King of Limbs
(2011)
TKOL RMX 1234567
(2011)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
The A.V. Club (B+)[1]
BBC (დადებითი)[2]
Consequence of Sound 4/5 stars[3]
Entertainment Weekly (7.5/10)[4]
One Thirty BPM (88%)[5]
Popmatters 9/10 stars[6]
Slant Magazine 3.5/5 stars[7]
Sputnikmusic 3.5/5 stars[8]

The King of Limbs — ჯგუფ Radiohead-ის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2011 წლის 19 თებერვალს, ციფრული ვერსიის სახით, ხოლო 2011 წლის მაისში გამოვიდა მისი ე.წ. ’საგაზეთო’ ვარიანტი.[9] ალბომის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა გამოსვლამდე 5 დღით ადრე, 2011 წლის თებერვალს. ალბომის სათაუაირო სავარაუდოდ მომდინარეობს უილტშირის საგრაფოში მდებარე სეივერნეიკის ტყეში არსებული მუხისგან (რომელიც დაახლოებით 1000 წლის არის).[10] იგივე საგრაფოში მდებარეობს ჯგუფის სტუდია, სადაც ჩაწერილი იქნა წინა ალბომი In Rainbows.

ალბომის ’საგაზეთო გამოცემა’ წარმოადგენს ორ 10 დიუმიან გრამფირფიტას, რომელიც შეფუთული იქნა სპეციალურ კონვერტში, ნახატების დიდი რაოდენოთ, 625 პატარა ნაწილით, კომპაქტ-დისკით და პლასტიკური შეფუთვის ფერადი ნაწილით.[11] ალბომი გამოვიდა ლეიბლებზე XL (გაერთიანებული სამეფო), TBD (აშშ) და Hostess Entertainment (იაპონია).[12]

შექმნა[რედაქტირება]

2010 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრმა ფილ სელუეიმ დაადასტურა, რომ ახალი ალბომი უკვე იწერებოდა დაახლოებით ერთი წლის მანძილზე. მსი თქმით, ჩაწერა არ მიმდინარეობდა ისე, როგორც დისკის In Rainbows შემთხვევაში. მან აღნიშნა: არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ In Rainbows ძირითადად ჩვენი ცოცხალი გამოსვლებიდან წარმოიშვა და ამით განსხვავებული იყო.[13]

დღეისათვის The King of Limbs, რვა სიმღერით და ხანგრძლივობის თითქმის 38 წუთით, წარმოადგენს ჯგუფის ყველაზე მოკლე ალბომს. 2009 წელს, ჯგუფის მომავალ გამოსვლებზე საუბრისას, თომ იორკი ამბობდა: ხანგრძლივი ალბომის ჩაწერის სურვილი აღარ გვაქვს. In Rainbows-ის შემთხვევაში ამან იმუშავა, ვინაიდან ნადვილად ვიცოდით, რა მიმართულება გვქონდა აღებული. მაგრამ ყველამ ვთქვით, რომ იგივეს აღარ გავიმეორებთ. ეს მოგვკლავს.[14]

გარეკანი[რედაქტირება]

ალბომის გამოცემამდე ერთი დღით ადრე, მხატვარმა სტენლი დონვუდმა ისაუბრა მისი გაფორმების შესახებ და ახსენა, რომ იგი შეიქმნა ჩრდილო ევროპული ჯადოსნური ზღაპრების და მათი ტყეებთან ასოციაციის გავლენით. საუბარი ბუნებრივ ფორმებზეა. რაც მომისმენია ჩრდილოეთ ევროპულ წარმოდგენებზე - ყველაფერი მომდინარეობდა ჯადოსნური ზღაპრებისა და მითიური არსებებისგან. ყველა ტყესთან არის დაკავშირებული - წითელქუდა, მძინარე მზეთუნახავი, ჰენზელი და გრეტელი [...] მე და ტომი [იორკი] ვმუშაობდით ამ უცნაური, მრავალთათიანი არსებების კონცეფიცაზე, არაკეთილმოსურნეებსა თუ კე­თილ­მო­სურ­ნეებზე - ყველა უბრალოდ იქ ცხოვრობს და ტყის სულის ნაწილია. ამ ნამუშევარში ეს თემებია ასახული.[15]

მომავალ, ’საგაზეთო’ გამოცემაზე, დონვუდმა თქვა, რომ In Rainbows იყო ყავის მაგიდის წიგნივით. ძალიან მძიმე იყო. ამიტომ ამჯერად განსხვავებული რამ მსურდა. გაზეთში მომწონს მისი ეფემერული მდგომარეობა. მიყვარს, რომ ქაღალდი ყვითლდება, როდესაც მზეზე დატოვებ. მსურდა, რომ ამჯერად ალბომი საკვირაო გაზეთის მსგავსი ყოფილიყო - გახსნი და ეს ყველაფერი გამაღიზიანებლად გადმოიყრება.

პრომო-კამპანია[რედაქტირება]

18 თებერვალს Radiohead-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა სიმღერის Lotus Flower მუსიკალური ვიდეო[16]. ამას ახლდა განცხადება იმის შესახებ, რომ ალბომი ოფიციალურად გამოიცა [17]

მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემის თარიღად 19 თებერვალი სახელდებოდა, დიდი მოთხოვნის გამო ჯგუფმა იგი ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.[18]

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Bloom   5:15
2. Morning Mr. Magpie   4:41
3. Little By Little   4:27
4. Feral   3:13
5. Lotus Flower   5:01
6. Codex   4:47
7. Give up the Ghost   4:50
8. Separator   5:20

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The A.V. Club review
  2. BBC review
  3. Consequences of Sound review
  4. Entertainment Weekly review
  5. One Thirty BPM review
  6. Popmatters review
  7. Slant review
  8. Sputnikmusic review
  9. http://www.thekingoflimbs.com/DIGBP.htm
  10. http://www.swindon-birds.co.uk/savernakeforest.html
  11. Swash, Rosie. “Radiohead to release new album this Saturday“, The Guardian, GMG, 14 February 2010. წაკითხვის თარიღი: 14 February 2011. 
  12. Comer, M. Tye. “Radiohead to Release New Album, 'King of Limbs,' on Feb. 19“, Billboard, Billboard, 14 February 2010. წაკითხვის თარიღი: 16 February 2011. 
  13. Radiohead going back to the studio to 'take stock' of new recorded material. Canadian Press, September 20, 2010.
  14. Thom Yorke: 'We Believe the People Find Music Extremely Valuable and We're Going to Prove It.' The Believer, July/August 2009.
  15. Stanley Donwood: Work on Paper. Creative Review, February 18, 2011.
  16. WATCH: New Radiohead 'Lotus Flower' Video. The Quietus (18 February 2011). წაკითხვის თარიღი: 18 February 2011.
  17. Radiohead release The King of Limbs. The Guardian (18 February 2011). წაკითხვის თარიღი: 18 February 2011.
  18. Radiohead Release New Album 'The King of Limbs' One Day Early. Rolling Stone (18 February 2011). წაკითხვის თარიღი: 18 February 2011.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_King_of_Limbs&oldid=2744540“-დან