2+2=5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Deux et deux font cinq (1895) ალფონს ალეს მიერ დაწერილი აბსურდული მოთხრობების კრებული.

მათემატიკურად არასწორი ფრაზა „ორს პლუს ორი უდრის ხუთს“ (2 + 2 = 5) მომდინარეობს ჯორჯ ორუელის 1949 წელს გამოქვეყნებული ანტიუტიპიური რომანიდან „1984“, როგორც ინგსოცის (ინგლისური სოციალიზმი) ფილოსოფიის შესაძლო მტკიცება, მსგავსად დოგმისა „ომი მშვიდობაა“, რომელიც უნდათ, რომ ხალხს დააჯერონ. 1984 წელს, დღიურის წერისას, მთავარი გმირი უინსტონ სმიტი იწყებს ფიქრს, შეუძლია თუ არა შიდა პარტიას იმის გამოცხადება, რომ „ორს პლუს ორი უდრის ხუთს“. სმიტი შემდეგ იმაზე ფიქრობს, ამგვარი კონსენსუსური რეალობა სიმართლედ აქცევს თუ არა სიცრუეს.[1]

აღსანიშნავია, რომ ფრაზა 2 + 2 = 5 ორუელამდეც არსებობდა, მაგალითად — ნაშრომი Deux et deux font cinq (ორს დამატებული ორი უდრის ხუთს), რომელიც 1895 წელს ალფონს ალემ დაწერა და წარმოადგენს აბსურდული მოთხრობების კრებულს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Orwell, George (1949). Part Three, Chapter Two. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2%2B2%3D5&oldid=4315536“-დან