The Bends

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Bends
ალბომის "The Bends" ყდა
The Bends
გამოცემის თარიღი 22 თებერვალი, 1993
ჩაწერის თარიღი სექტემბერი ნოემბერი 1992
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 48 წთ 38 წმ
ლეიბლი/ები Parlophone, Capitol
პროდიუსერ(ებ)ი ჯონ ლეკი, ნაიჯელ გოდრიჩი
ქრონოლოგია: რედიოჰედი
Pablo Honey
(1993)
The Bends
(1995)
OK Computer
(1997)


The Bends არის ჯგუფ რედიოჰედის ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წლის 13 მარტს. იგი ჩაწერილია ცნობილი პროდიუსერების, ნაიჯელ გოდრიჩისა და ჯონ ლეკის ხელმძღვანელობით. ალბომი ეძღვნება კომიკოს ბილ ჰიკსს [1].

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ამერიკული ტურის დასრულების შემდეგ რედიოჰედმა მეორე ალბომზე მუშაობა ები როუდის სტუდიაში, პროდიუსერ ჯონ ლეკისთან თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო – თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები “ჯერ საკმარისად კარგი” არ იყო. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში ტურები მოაწყო . ამან ცუდად იმოქმედა ტომ იორკზე, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა MTV-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. 1994 წელს გამოშვებული My Iron Lung, რომელიც ამავე სახელწოდების სინგლში შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან Pablo Honey იმ სიღრმემდე, რაც რედიოჰედის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. სინგლი ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან რედიოჰედის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ჩაწერა 1994 წლის ბოლოს დასრულდა. 1995 წლის მაისში კი ახალი ალბომი, The Bends გამოვიდა.

მაშინ როდესაც მედიის ყურადღება მთლიანად ბრიტპოპისკენ იყო მიმართული, რედიოჰედს არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ წარმატებას. ამის მიუხედავად ალბომმა The Bends სამშობლოში გაიბრწყინა – სხვადასხვა რეიტინგები წყალობდნენ სამი გიტარისტის მიერ შექმნილ ჰაეროვან მუსიკას, რომელსაც იორკის ემოციური ფალცეტი და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ხმოვანება ამშვენებდა. მეორე ალბომში ტრანსფორმაცია განიცადა თავად სიმღერის ლირიკამაც – ტომ იორკი უკვე მასშტაბურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, რითაც გარკვეულწილად აყალიბებს იმ მუსიკალურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მომავალი სტილი განისაზღვრა. ამის ნათელი დადასტურება ის ფსიქოლოგიური სარჩულია რაც ამ და შემდგომი პერიოდის ვიდეო კლიპებშია ასახული. ჯემი ტრეივსის გადაღებულმა “Just” ბევრს ახალი კუთხით დაანახა ეს ოქსფორდელი ბიჭებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ამასთან, აღსანიშნავია ულამაზესი, შავ-თეთრი “მეოცნებე” “Street Spirit” (რეჟის. ჯონათან გლეიზერი), სადაც მუსიკის რითმი ჰარმონიულად ეწყობა კლიპის გმირების ინერტულ მოძრაობებს. ყოველივე ამასთან ერთად, The Bends ასახავს იმას რაც ასე ძლიერ აწუხებდა ჯგუფის თითოეულ წევრს – მომქანცველი რუტინა და ის სევდა რაც ხალხის მიერ მათი ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ეს ძალზე კარგად ჩანს სიმღერაში “Bullet Proof I Wish I Was”, რომლის შემდეგაც ტომ იორკს მომდევნო “როკ-ენ-როლის წამებული” შეარქვეს, კურტ კობეინისა და რიჩი ჯეიმსის შემდეგ. ასევე სიმბოლურია ალბომის ყდაც, რომელზეც რედიოჰედის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა იორკთან ერთად იმუშავა. თავდაპირველად ტომს სურდა ალბომზე ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოსახვა(ინგლ. iron lung), მაგრამ რადგან სურათი დაკარგა, დონვუდმა ბოლო წუთებში გამოიყენა მედიკოსების ფიტული რომელიც ტომ იორკის სახეს “მიაკერა”.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც ძირითადად რედიოჰედის არაკომერციული მუსიკისადმი იყო მიმართული, ალბომმა 30 საუკეთესო ჰიტს შორის კუთვნილი ადგილი მოუტანა ჯგუფს და ბესტსელერად აქცია საკუთარ სამშობლოში. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა განაცხადა, რომ წარმატებამ რომელიც The Bends მოჰყვა, საკუთარ ძალებში რწმენა შემატა რედიოჰედს, რაც საბოლოოდ გამყარდა სინგლითStreet Spirit (Fade Out)”, რომელიც #5 გახდა ბრიტანეთის რეიტინგებში.

1995 წლის ზაფხული რედიოჰედმა დაიწყო საკონცერტო ტურით ჯგუფთან R.E.M., რომელიც მაშინდელი პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ როკ-ჯგუფად ითვლებოდა, და რომლის გავლენამაც დიდი როლი ითამაშა რედიოჰედის ჩამოყალიბებაში. კონცერტის გახსნისას მაიკლ სტაიპმა (ჯგუფი R.E.M. წამყვანი ვოკალისტი) ასეთი კომენტარი გააკეთა: “რედიოჰედი იმდენად კარგია რომ ცოტა მაშინებს კიდეც”. ერთი მხრივ ცნობილი გულშემატკივრების შეფასებამ, ხოლო მეორე მხრივ, კლიპებმა “Just” და “Street Spirit” თავისი სიტყვა თქვეს – რედიოჰედი ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორია რედიოჰედი.

  1. "Planet Telex" – 4 წთ 19 წმ
  2. "The Bends" – 4 წთ 04 წმ
  3. "High and Dry" – 4 წთ 20 წმ
  4. "Fake Plastic Trees" – 4:51 წმ
  5. "Bones" – 3 წთ 08 წმ
  6. "(Nice Dream)" – 3 წთ 54 წმ
  7. "Just" – 3 წთ 54 წმ
  8. "My Iron Lung" – 4 წთ 37 წმ
  9. "Bullet Proof..I Wish I Was" – 3 წთ 29 წმ
  10. "Black Star" – 4 წთ 07 წმ
  11. "Sulk" – 3 წთ 43 წმ
  12. "Street Spirit (Fade Out)" – 4 წთ 12 წმ

[რედაქტირება] გამოცემები

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
ბრიტანეთი 13 მარტი 1995 Parlophone კომპაქტ დისკი CDPCS 7372
ფირფიტა PCS 7372
აშშ 4 აპრილი 1995 Capitol კომპაქტ დისკი CDP 7243 8 29626 2 5

[რედაქტირება] დამატებითი ბმულები


შეცდომა ციტირებაში <ref> tags exist, but no <references/> tag was found; $2

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/The_Bends"-დან
პირადი ხელსაწყოები