Creep (Radiohead-ის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Creep“
Creep გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - Radiohead
ალბომიდან Pablo Honey
გამოსვლის თარიღი 21 სექტემბერი 1992
ფორმატი 7", 12", CD, კასეტის სინგლი
ჩაიწერა 1992
ჟანრი ალტერნატიული როკი, გრანჟი[1][2][3][4]
ხანგრძლივობა 3:59
ლეიბლი Parlophone
EMI
პროდიუსერი შონ სლეიდი, პოლ ქ. კოლდერი
Radiohead - სინგლების ქრონოლოგია
Creep
(1993)
„Anyone Can Play Guitar“
(1993)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

CreepRadiohead-ის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1993 წლის თებერვალში.

ისტორია[რედაქტირება]

Radiohead-ს პირველი წარმატება სიმღერამ Creep მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, Creep ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. Creep ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის – სკოტ უოლკერის გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი გრინვუდს მისამღერში გიტარის ცნობილი ღრჭიალით მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა ჰიტად იქცა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა – NME Radiohead-ს ასეთი შეფასება მისცა – მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად, BBC Radio1 ეთერში კი არ უშვებდნენ ზედმეტად დეპრესიულობის გამო.

მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. სიმღერით გამოწვეულმა ისტერიამ დამთრგუნველად იმოქმედა Radiohead-ის წევრებზე. კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1997 წელს გამოსულ ვიდეო დისკში 7 Television Commercials შეგნებულად არ შევიდა Creep. ერთი პერიოდი კი Radiohead-მა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს 2001 წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ სიმღერა ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Creep – 3:55
  2. Lurgee – 3:07
  3. Inside My Head – 3:12
  4. Million Dollar Question – 3:18
აუდიოკასეტა
  1. Creep – 3:56
  2. Faithless, the Wonder Boy
1993 წლის ბრიტანული გამოცემა
  1. Creep (ალბომის ვერსია) – 3:58
  2. Yes I Am – 4:25
  3. Blow Out (რემიქსი) -
  4. Inside My Head (ცოცხალი) – 3:07
1993 წლის მეორე ბრიტანული გამოცემა
  1. Creep (აკუსტიკური) – 4:19
  2. You (ცოცხალი) - 3:39
  3. Vegetable (ცოცხალი) - 3:07
  4. Killer Cars (ცოცხალი, იაპონია) - 2:17

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Reising (2005), p.210
  2. Forbes and Reisch (2009)
  3. Tate (2005), p.137
  4. Clover (2009), p.82